ქუთაისში ვიზიტის დროს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი
კვირიკაშვილმა ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტზე ისაუბრა.
მისი თქმით, უნივერისტეტი, რომლის მშენებლობაც უკვე დაწყებულია, ახალ
იმპულსს შესძენს ქალაქს.
"ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერისტეტი, რომლის მშენებლობაც დაწყებულია
და რომელიც, თითქმის მილიარდიანი პროექტია, თბილისის მაღალტექნოლოგიურ
ცენტრთან ერთად იქნება ერთიანი კომპლექსი, საერთაშორისო
საუნივერსიტეტო ქალაქი, რომელიც სრულიად ახალ იმპულსს შესძენს
ქუთაისს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში
სარკინიგზო ხაზი გახსნა, რომელიც მისი თქმით,
აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს დააკავშირებს. ახალი სარკინიგზო
ხაზი პირდაპირ აეროპორტში შემოვა და მგზავრები თბილისიდან ქუთაისში
ჩამოსვლას 2 საათში შეძლებენ.
რა ხდება მუხნარის ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც
ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის უნდა აშენდეს ნახეთ, მალე
ქუთაისიპოტზე.
მასალის გამოყენების პირობები