ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში,
რკინიგზის სადგურის პროექტის პრეზენტაციაზე, საქართველოს
პერმიერ-მინისტრმა ქუთაისის, როგორც ბიზნეს ცენტრის მნიშვნელობაზე
ისაუბრა.
"ქუთაისში გაძვირდება უძრავი ქონება, ამიტომ იჩქართ. ქუთაისი გახდება
ძალიან მნიშვნელოვანი ბიზნეს ცენტრი. ის ისტორიულად იყო და არის
საქართველოს კულტურული ცენტრი და მალე გახდება სატრანსპორტო-
ლოჯისტიკური-კულტურული ცეტრი", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა
ქუთაისში ვიზიტისას.
მისი თქმით, სარკინიგზო ხაზი, რომლითაც თბილისი ქუთაისის აეროპორტს
პირდაპირ დაუკავშირდება, გაამარტივებს გადაადგილებას საქართველოს
მოქლაქეებისთვისა და ტურისტებისთვის.
პროექტის პრეზენტაციას იმერეთის გუბერნიისა და ქუთაისის ადგილობრივი
თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ქუთაისში
ვიზისტის ფარგლებში პრემიერმა თეთრ ხიდთან
სასტუმრო "ბესტ ვესტერნი" გახსნა, შემდეგ კი სამკერვალო ფაბრიკა
"იმერსაც" ეწვია.
მასალის გამოყენების პირობები