ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო
აეროპორტში, რკინიგზის სადგურის პროექტის პრეზენტაციას და
პრემიერ-მინიტრის, გიორგი კვირიკაშვილის სიტყვთ გამოსვლას პერფომანსი
უძღოდა.
სადაც წარმოდგენილი იყო მატარებლის დეკორაციები და გამგზავრების
იმიტაცია.
ნახევარსაათიანი სანახაობის შემდეგ კი, გიორგი კვირიკაშვილმა
აეროპორტში შეკრებილ მთავრობის წევრებს, იმერეთის სამხარეო
ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თავითმმართველობის წარმომადგენლებს
სიტყვით მიმართა.
"ამ ხაზის შედეგად ყველა სამგზავრო მატრებელი, რომელიც აღმოსავლეთიდან
დასავლეთის მიმართულებით თუ პირიქით, დასავლეთიდან აღმოსავლეთის
მიმართულებით იმოძრავებს, გაივლის სწორედ ამ სადგურს და გაჩერდება
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ჭიშკრის წინ. მადლობა ამ
ახალგაზრდებს, რომ ასეთი საზეიმო განწყობა შეგვიქმნეს და ასეთი
განწყობა იქნება სულ, რამდენიმე თვის მერე, როდესაც დასრულდება ეს
ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი და რკინისგზის ფუნქციონირება დაიწყება.
სწორედ ამ ადგილას, სადაც ახლა მე ვდგავარ იქნება სარკინიგზო ბაქანი,
რომლიდანაც მგზავრები შეძლებენ სულ რამოდენიმე ნაბიჯში მოხვდნენ
აეროპორტის ტერინალში.
ქუთაისის აეროპორტი ამ სადგურთან ერთად გახდება ის უმნიშვნელვანესი
ცენტრი, სადაც ჩვენი თანამოქალქე რომელიც მოინდომებს, რომ
ხელმისწავდომ ფასებში იმოგზაუროს ევროპაში დღეს უკვე უვიზოდ, ისინი
ისარგებლებენ თნამედროვე კომფორტაბელური მატარებლებით. ქუთაისი
გახდება ძალიან მნიშვნელოვანი ცენტრი საქართველოს სივრცითი
განვითარების. მინდა ჩავრთო ღილაკი, რომლითაც ჩაირთვება მრიცხველი და
მაქსიმუმ ერთ წელიწადში ეს სარკინიგზო ბაქანი ამოქედდება", -
განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
საქართველოს პრემიერ – მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, ქუთაისში,
სასტუმრო
"ბესტ ვესტერნი" გახსნა.
სამვარსკვლავიანი სასტუმროს გახსნაზე გიორგი კვირიკაშვილთან ერთად,
ვიცე-პრემიერი კახი კალაძე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი,
გიორგი მღებრიშვილი და მთავრობის სხვა წევრებიც იმყოფებოდნენ.
მასალის გამოყენების პირობები