ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩის შენობების ფასადების რეაბილიტაციისთვის
ტენდერი გამოცხადდება. ამის შესახებ ქალაქის მერმა, შოთა მურღულიამ
განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ტენდერი რეაბილიტაციის პროექტის კულტურული
მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსგან შესაბამისი თანხმობის მიღების
შემდეგ გამოცხადდება, სააგენტოს კი პროექტი უახლოეს ხანში
გადაეგზავნება.
ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ რეაბილიტაცია თამარ მეფის ქუჩაზე
მეცხრე საჯარო სკოლიდან კინო "საქართველომდე" არსებული შენობების
ფასადებს ჩაუტარდება. თუმცა, კონკრეტულად რა თანხა დაიხარჯება
ფასადების რეკონსტრუქციისთვის ადგილობრივ თვითმმართველობაში
განმარტავენ, რომ ჯერჯერობით ხარჯთააღრიცხვა შედგენილი არ აქვთ.
თამარ მეფის ქუჩის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი 2015 წელს
განხორციელდა. მაშინ ამ ქუჩაზე გზის საფარის, ბორდიულების,
ტროტუარების, მოაჯირების, სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაცია
განხორციელდა, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან 1 950 000 ლარი დაიხარჯა.
სამუშაოები კი, ტენდერში გამაჯვებულმა სამშენებლო კომპანიამ შპს "დაგი
+"-მა ჩაატარა. თუმცა, რეკონსტრუქციის დასრულებიდან რამდენიმე კვირაში
წყლის
მილი დაზიანდა. და ქუჩა დაიტბორა.
მასალის გამოყენების პირობები