ქუთაისში, გრიშაშვილის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო
"ბესტ ვესტერნთან" საპატრულო პოლიციაა
მობილიზებული. ასევე, ამავე ქუჩაზე შეზღუდულია ავტოსადგომებზე
პარკირება.
"ბესტ ვესტერნის" დღეს
პრემიერ-მინისტრი გახსნის, რომელსაც 18:20 საათზე
ელოდებიან. სამვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობას 2015 წელს
მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩაუყარა
საფუძველი.
საპატრული პოლიციის თანამშრომლები,ასევე მობილიზებულები არიან ე.წ
სიყვარულის ბაღში.
ქუთაისში ვიზატად მყოფი გიორგი კვირიკაშვილ სასტუმროს გარდა, 21:00
საათზე დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში რკინიგზის სადგურის
პროექტის პრეზენტაციასაც გამართავს.
მასალის გამოყენების პირობები