ქუთაისში, რუსთაველის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
ავტომანქანა მგზავრთა სატრანსპორტო მოსაცდელის ჯიხურს დაეჯახა.
შემთხვევა 1 აპრილს საღამოს საათებში მოხდა.
"ძლიერი დაჯახების ხმა გავიგონეთ, საბედნიეროდ გაჩერებაზე არავინ იდგა
და შეჯახებას მსხვერპლი არ მოყოლია", - აღნიშნავენ ადგილობრივები.
მათი თქმით, რუსთაველის ქუჩის ამ მონაკვეთში მკვეთრი მოსახვევის გამო
ავარიები ხშირია. ამიტომ მოსახლეობა გასულ წელს
ცალმხრივი მოძრაობის დაწესებასაც ითხოვდა.
რუთაველის ქუჩაზე მდებარე მგზავრთა მოსაცდელი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფრომაციით შეჯახების
შედეგად სხეულის დაზიანება არავის მიუღია, შესაბამისად ავტოსაგზაო
შემთხვევა ადმინისტრაციული წესით გაფორმდა.
მასალის გამოყენების პირობები