ახალი ამბები
სკეიტერები, ქუთაისის მერიისგან დაპირების შესრულების მოთხოვნით, 4 აპრილს აქციას გამართავენ
FaceBook
ქუთაისში სკეიტ პარკის მოწყობის მოთხოვნით მიმდინარე 4 აპრილს, 16:00 საათზე, მერიის შენობის წინ აქცია გაიმართება.
ახალგაზრდები სასრიალო ფიცრის ე.წ სკეიტ პარკის მოწყობას ხუთი წელია ითხოვენ.
სკეიტერის ნინი ხელაძის განმარტებით, ადგილობრივი თვითმმართველობა მათ მოედნის მოწყობას ჯერ კიდევ გასულ წელს დაპირდა. თუმცა, როგორც ექსტრემალები განმარტავენ, მოგვიანებით მერიაში განუმარტეს, რომ ბიუჯეტში თანხის არ არსებობის გამო, პრობლემის მოგვარება მომავალ წლამდე გადაინაცვლებს.

სკეიტერები ხუთი წელია, მოედნის არ არსებობის გამო, საავტომობილო და ხალხის სავალ ტროუარებზე ვარჯიშობენ. რაც მათი თქმით, საზოგადოების უკმაყოფილებას ხშირად იწვევს და ასევე, უსაფრთხოც არ არის. ისინი იმასაც განმარტავენ, რომ მიმდინარე წელს ორმაისობის დღესასწაულზე მონაწილეობის მიღება სურდათ, რაზედაც მერიისგან უარი მიიღეს.

"მსახიობი გიგა მიქაძე გვეხმარეობდა ორ მაისობას ღონისძიებაში რომ მიგვეღო მონაწილეობა. ყველაფერი მზად გვქონდა და ტრამპლინი (ხტომისათვის გამოყენებული სპეციალური ასასხლეტი მოწყობილობა ხტომის სიგრძისა და სიმაღლის გასადიდებლად) გვჭირდებოდა 2 ცალი, რომელიც 2 000 ლარი ჯდებოდა. 10 მონაწილე გამოვდიოდით სულ. ამაზეც მერიამ თავიდან გვითხრა დაგაფინანსებთო. ჩვენც წავედით იმ დათმობაზე, რომ რადგან წელს მოედანს აღარ გვიკეთებთ, ღონისძიება მაინც დაგვიფინანსეთო და არანაირი პრობლემა არ არისო, კულტურის განყოფილებაში მიდით და დაგაფინანსებენო და ახლა ესეც არ გამოდის", – ამბობს ნინი ხელაძე.

ახალგაზრდები ამ საკითხების გასარკვევად ქალაქის მერთან შეხვედრას ითხოვენ. მათი მოთხოვნა ან სკეიტ პარკის მოწყობა ან ორმაისობის ღონისძიბაში ჩასმაა.

ქუთაისის 2016 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში, სპორტის განვითარების ხელშეწყობის პროგრამაში "სკეიტბორდით" სრიალისთვის შესაბამისი მოედნის მოსაწყობად 50 ათასი ლარი განსაზღვრული. პროექტი ქუთაისის მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურს უნდა განეხორციელებინა.

ქუთაისის მერიაში ირწმუნებიან, რომ ორი ადგილი განიხილება სკეიტ პარკის მოსაწყობად. თუმცა, ჯერ არ არის გადაწყვეტილი თუ სად გაკეთდება ის.

"2 მაისობას რაც შეეხება, 7 ათასი ლარი მოითხოვეს ღონისძიების მოსაწყობად რაც არ იყო გათვალისწინებული 2 მაისის ღონისძიებების ხარჯში", – განმარტავენ მერიაში.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა,
არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი
პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო
დაასახელა.
11:16 / 22.11.2024
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო დაასახელა.
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები
რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება
მოხდა.
10:45 / 22.11.2024
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება მოხდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.