გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში
მიმდინარე წლის 7 აპრილამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
სინოპტიკოსების ვარაუდით, ქუთაისში მიმდინარე წლის 5 და 6
აპრილს ჰაერი 25 გრადუსამდე გათბება.
"დასავლეთ საქართველოს მთელ ტერიოტრიზე და სამეგრელოს ნაწილშიც 7
აპრილის დღის პირველ ნახევრამდე იქნება თბილი და უნალექო ამინდი. 5
აპრილს შესაძლოა იქროლოს აღმოსავლეთის მიმართულების ქარმა. თუმცა, 6
აპრილს ჰაერი ჩადგება", - ამბობს გარემოს ეროვნული სააგენტოს
მოკლევადიანი პროგნოზების დეპარტამენტის ხელმძღავენლი, დოდო
გვაზავა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში
მიმდინარე წლის 7 აპრილს იწვიმებს.სონოპტიკოსების ცნობით ნალექი 8 და
9 აპრილსაც შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა კი 12 გრადუსამდე
დაიწვს.
მასალის გამოყენების პირობები