ახალი ამბები
ქუთაისის აეროპორტამდე მისასვლელი რკინიგზის მშენებლობა იწყება
FaceBook
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტამდე მისასვლელი რკინიგზის მშენებლობა იწყება.
ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

რკინიგზის მშენებლობის დაწყებას, მიმდინარე წლის 3 აპრილს, პრემიერ-მინისტრი,  გიორგი კვირიკაშვილი ქუთაისში ჩაუყრის საფუძველს.

ქუთაისში დავით აღმაშენებლის აეროპორტამდე მისასვლელი რკინიგზის პროექტი, საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის ერთ-ერთი მიმართულების - სივრცითი მოწყობის შემადგენელი ნაწილია. 

როგორც საქართველოს რკინიგზაში ქუთაისიპოსტს განუცხადეს, აეროპორტიდან რამდენიმე კილომეტრით დაშორებულ ძველი სადგურის რეაბილიტაცია უკვე დაწყებულია.

"ყველა მატარებელი, რომელიც იმოძრავებს დასავლეთ საქართველოს მიმართულებით  გააჩერებენ რეაბილიტებულ გაჩერებზე. ამის შემდეგ მოხდება მგზავრების გადაყვანა ავტობუსით, რადგან გაჩერებიდან ეროპორტამდე დაახლობით 1.8 კილომეტის მანძილია", - ამბობს საქართველოს რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დაჩი ცაგურია.

მისივე  თქმით, მატარებლის ბილეთის საფასურში აეროპორტამდე მისასვლელად საჭირო ავტობუსის თანხაც იქნება გათვალისწინებული.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.