წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკში ე.წ. ჟორჟოლიანების უბანში
გარე განათება ამ დრომდე არ დამონტაჟებულა.
ამ უბანის მცხოვრებელები გარე განათების მოწყობას გასულ წელს
აქციის ფონზე ითხოვდნენ.
"მიუხედავად იმისა, რომ არ გვაქვს არც გზა და არც წყალია გაყვანილი,
პირველ რიგში მოვითხოვთ, ქუჩაში გარე განათება დაგვიმონტაჟონ, რადგან
ბავშვები წვიმის დროს სკოლაში ვერ მიდიან. ასევე, ღამე მანქანით
გადაადგილება თითქმის, შეუძლებელია" - აცხადებენ, მაღლაკის მე-20
უბნის მცხოვრებლები. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკში გარე
განათების ბოძები 20 კილომეტრზე არის დამონტაჟებული.
სოფელ მაღლაკში წყალტუბოს გამგებლის წარმომადგნელის, თენგიზ ნიჟარაძის
თქმით, ჟორჟოლიანები უბანში გარე განათებების დამონტაჟებას უახლოეს
მომავალში არ იგეგმება.
"ჟორჟოლიანების უბანი კი არა, კიდევ 70 კილომეტრი არის გასაკეთებელი.
რაც, რა თქმა უნდა, დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. მთავარია
სოფლის მთავარ გზაზე არის განათებები, მაგრამ ამ ხალხს ახლა აკვიატება
აქვთ, რომ სხვის ჭიშკართან არის და ჩემ ჭიშკართან არ არის განათებაო",
- ამბობს მაღლაკის სოფლის წარმომადგენელი, თენგის ნიჟარაძე.
მის თქმით, სამუშაობი სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში უნდა
განხორციელებულიყო. თუმცა, პროგრამა უკვე დაიხურა და განათებების
მონტაჟიც შეწყდა.
"5 წელი არსებობდა სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, ამ დროის
განმავლობაში გარკვეული უბნების 2-3 კილომეტრზე გაკეთდა განათება,
მაგრამ დამთავრდა პროგრამა. ერთ კილომეტრზე განათების დამონტაჟებას
დაახლოებით 10 000 ლარი მაინც სჭირდება და ცენტრალური ბიუჯეტში ახლა
ეს თანხები არ მოიძებნება", - ამბობს, თენგიზ ნიჟარაზე.
სოფელს მაღლაკის გამგებლის წარმომადგენლის თქმით, მათთვის პრიორიტეტი
სოფელში არსებული გზების მოწესრიგებაა.
"სოფლის მხარდაჭერის პროგრამა", რომელიც 3 500 სოფელზე
ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად ნაწილდებოდა,
შეჩერებულია. რეგიონალური განვითარების სამინისტრომ პროგრამის
გაგრძელებაზე უარი პროექტების განხორციელების ვადების გაჭიანურების
მოტივით თქვა.
მასალის გამოყენების პირობები