გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში
უნალექო ამინდი შენარჩუნდება.
სინოპტიკოსების ვარაუდით, ქუთაისში მიმდინარე წლის 31 მარტს ჰაერის
ტემპერატურა დაიკლებს, თუმცა უნალექო ამინდის შენარჩუნდებას
პროგნოზირებენ.
"31 მარტს და 1 აპრილს დასავლეთ საქართველოში, მათ შორის იმერეთშიც
დაიკლებს ტემპერატურა. რაც შეეხება, 2 აპრილს, ველოდებით წვიმას
და ჰაერის ტემპერატურა 13 გრადუსამდე გათბება", - ამბობს გარემოს
ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების დეპარტამენტის
ხელმძღვანელი, დოდო გვაზავა.
სინოპტიკოსების ცნობით, დასავლეთ საქართველოში მიმდინარე წლის 3
აპრილს გამოიდარებს და ჰაერი 25 გრადუსამდე გათბება.
მასალის გამოყენების პირობები