ახალი ამბები
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ბაღების თანამშრომლების წინააღმდეგ პროცესი შეაჩერა
FaceBook

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ციცინო კიკვაძემ საბავშვო ბაღების 21 თანამშრომლის წინააღდეგ სასამართლო პროცესი შეაჩერა.


მოსამართლის მიერ დღეს გამოცემული განჩინების მიხედვით, სასამართლო დავა მანამ არ განახლდება ვიდრე, საბავშვო ბაღის ნაწილი თანამშრომლების საქმე, რომელსაც უზენაესი სასამართლო განიხილავს, არ დასრულდება.

ააიპ გაერთიანების მიერ თანამშრომლების წინააღმდეგ შეტანილი სარჩელზე მოსამზადებლი სასამართლო პროცესი დღეს უნდა გამართულიყო. თუმცა, იმის გამო რომ ადვოკატმა საქმის შეჩერებაზე სარჩელი შეიტანა, მოსამართლის განაჩინებაზე იყო დამოკიდებული პროცესის გაგრძელების საკითხი.

ააიპ ქუთაისის საბავშვო ბაღების გაერთიანების იურისტი, რამაზ იობიძე არ ეთანხმება მოსამართლის მიერ გამოცემულ განჩიენებას, რასაც მისი თქმით, გაერთიანება გაასაჩივრებს. ააიპ ქუთაისის საბავშვო ბაღების გაერთიანების ადმინისტრაციამ თანამშრომლებს 2015 წელს გაფიცვის გამო უჩივლა. გაერთიანებაში ირწმუნებიან, რომ სასამართლოს გაფიცვის კანონიერების დასადგენად მიმართეს.
ააიპ ორგანიზაციამ თავდაპირველად სარჩელი 187 თანამშრომლის წინააღმდეგ შეიტანა, თუმცა, მოგვიანებით 158 ადამიანზე სასამართლო დავა შეწყვიტა. გაერთიანებაში განმარტავენ, რომ სასამართლო დავა მას შემდეგ შეწყვიტეს, რაც გაფიცული თანამშრომლების ნაწილმა "აღიარა", რომ გაფიცვა არაკანონიერი იყო.

ქუთაისის # 1, 13, 15 და 17 ბაგა-ბაღებში 2015 წლის 11 დეკემბერს 187 თანამშრომელი, პირობების გაუმჯობესებისა და სახელფასო ანაზღაურების მომატების მოთხოვნით გაიფიცნენ.



ამავე თემაზე:

ქუთაისის ბაგა–ბაღების 187 თანამშრომლის წინააღმდეგ საქალაქო სასამართლომ სარჩელი წარმოებაში მიიღო
ქუთაისის ბაღების გაერთიანებამ 132 თანაშრომლის წინააღმდეგ სასამართლო დავა შეწყვიტა

ბაღების გაერთიანების მიერ თანამშრომლების წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს სასამართლო 30 მარტს განიხილავს

ქუთაისის საქალაქო სასამართლო ბაღების თანამშრომლების წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს  30 მარტს განიხილავს

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
დღეს, 23 ნოემბერს, დღის სამ
საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტების სოლიდარობის
აქცია გაიმართება.
11:06 / 23.11.2024
დღეს, 23 ნოემბერს, დღის სამ საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტების სოლიდარობის აქცია გაიმართება.
25 ნოემბერს, როცა
17:21 / 22.11.2024
25 ნოემბერს, როცა "ქართული ოცნება" ახალი პარლამენტის ლეგიტიმაციის ცნობას გეგმავს, საპროტესტო აქცია გაიმართება საკანონმდებლო ორგანოს უკან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.