ახალი ამბები
ქუთაისში წითელ ხიდზე არსებული ტუალეტი "სპეციალურ სერვისებს" გადაეცა
FaceBook
ქუთაისში წითელ ხიდზე არსებული საზოგადოებრივი ტუალეტი მერიის დაქვემდებარებაში მყოფ ააიპ "სპეციალურ სერვისებს" გადაეცა.
ამ საკითხზე კენჭისყრა მიმდინარე წლის 29 მარტის საკრებულოს სხდომაზე გაიმართა.

ააიპ "სპეციალურ სერგვისებში" განმარტავენ, რომ ტუალეტი მას შემდეგ გარემონტდება, რაც გადმოცემის შესახებ მერის შესაბამის ბრძანებას მიიღებენ.

"გარედანაც ცუდი მდგომარეობაა და შიგნითაც მთლად დალეწილია ყველაფერი. ხარჯთაღრიცხვა გაკეთდება და გავიგებთ რა თანხა დაჯდება რემონტი," - ამბობს ააიპ "სპეციალური სერვისების" ხელმძღვანელი, გელა გაგუა.

მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის ორგანიზაციის დაქვემდებარებაში ქალაქის ცენტრალურ ბულვარში, ავტოქარხნის დასახლებასა და ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის ეზოში არსებული ტუალეტებია.

ქუთაისში 4 საზოგადოებრივი საპირფარეშო 2012 წელს "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ" ააშენა, თუმცა ისინი 2015 წლამდე არ ფუნქციონირებდნენ.

2015 წლის ივლისში საზოგადოებრივი ტუალეტები ეკონომიკის სამინისტროსგან ქუთაისის მერიას გადაეცა. ქუთაისის მერი შოთა მურღულია იმ დროისთვის განმარტავდა, რომ მათი მიწესრიგება 2 კვირის განმავლობაში მოხდებოდა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
დღეს, 23 ნოემბერს, დღის სამ
საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტების სოლიდარობის
აქცია გაიმართება.
11:06 / 23.11.2024
დღეს, 23 ნოემბერს, დღის სამ საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტების სოლიდარობის აქცია გაიმართება.
25 ნოემბერს, როცა
17:21 / 22.11.2024
25 ნოემბერს, როცა "ქართული ოცნება" ახალი პარლამენტის ლეგიტიმაციის ცნობას გეგმავს, საპროტესტო აქცია გაიმართება საკანონმდებლო ორგანოს უკან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.