ქუთაისში მიმდინარე წლის 31 მარტს ელექტროენერგიის მიწოდება 1350
აბონენტს დროებით შეუწყდება.
"ენერგო პრო ჯორჯია" სერვისცენტრის ცნობით, დავით და კონსტანტინეს,
რუას, ჩანჩიბაძისა და ჭომის უბანს, დაგეგმილი პროფილაქტიკური
სამუშაოების გამო 11:00-დან 14:00 საათამდე ენერგომომარაგება
შეეზღუდება.
"ელექტროენერგიის მიწოდების საიმედოობის უზრუნველყოფის მიზნით
პროფილაქტიკურ სამუშაოებს კომპანია პერიოდულად ატარებს გამანაწილებელ
ქსელში," - აცხადებენ კომპანიაში.
მათივე ცნობით, სამუშაოების დასრულებისთანავე აბონენტების
ენერგომომარგება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
მასალის გამოყენების პირობები