ქუთაისში სოციალურად დაუცველი ოჯახი ერთ წელზე მეტია ბუნებრივი აირის გარეშე ცხოვრობს
17:10 / 30.03.2017
ქუთაისში, ტყემალაძეების ექვსსულიანი ოჯახი, თანხის გადაუხდელობის
გამო, ერთი წელზე მეტია ბუნებრივი აირის გარეშე ცხოვრობს.
ისინი 340 ლარიანი დავალიანების გადახდას ვერ ახერხებენ, რის
გამოც იძულებულნი არიან ორ მცირეწლოვან ბავშვს ყოველდღიურად საჭმელი
შეშის ღუმელზე მოუმზადონ.
ბოლო რამდენიმე თვეა, სოციალურად დაუცველი ოჯახის არც ერთი წევრი არ
მუშაობს. შემოსავლის გარეშე დარჩენილები ჭურჭლეულობისა და
ხე–მასალის გაყიდვით ირჩენენ თავს, რაც მათი თქმით, მალე
ამოიწურება.
ოჩამჩირის ქუჩაზე მცხოვრები ოჯახი კეთილი მეზობლებისა და ნათესავების
იმედად რჩებიან.
მათივე თქმით, ოჯახის 2 წევრს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული
პრობლემებიც აწუხებს.
ტყემალაძეებს სოციალური შემწობა 2008 წლიდან დაენიშნათ და 2011 წელს
ხელფასის დაფიქსირებისას შეუწყდათ. მაშინ 30 ათასი ქულა 109 ათასით
შეიცვალა.
ოჯახის დიასახლისი და მისი ვაჟი, 2011–2013 წლებში, 3 წელი, ავტობანის
მშენებლობაზე იყვნენ დასაქმებულნი, რაც სოციალური დახმარების მოხსნის
მიზეზი გახდა. თუმცა, ახლა ოჯახის ყველა წევრი სამსახურის გარეშეა
დარჩენილი.
სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების
სამხარეო ცენტრში განმარტავენ, რომ ოჯახში დეკლარაციის შევსებისას
ერთ–ერთ წევრს ისევ უფიქსირდებოდა შემოსავალი ხელფასის სახით.
"მის მერე თუკი აღარ მუშაობენ, უნდა წარმოადგინონ შესაბამისი
ბრძანება, ამონაწერი შემოსავლების სამსახურიდან და მოითხოვონ
განმეორებით გადამოწმება", – ამბობს იმერეთის სოციალური მომსახურების
სამხარეო ცენტრის უფროსი, ნინო ჭიღლაძე.
სააგენტოში, ასევე, აცხადებენ, რომ ოჯახის ყველა წევრი, ბავშვების
გარდა, შრომისუნარიანია და ამიტომ მათ სამუშაოს მაძიებლად
დარეგისტრირებას ურჩევენ.
ტყემალაძეების ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ვაკანსიების შესახებ მათ
ინფორმაცია არ ჰქონდათ. ისინი სოციალური შემწეობის მიღებას ხელახლა
შეეცდებიან.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები