ახალი ამბები
"ნაადრევი ქორწინება არის დანაშაული" - ამერიკის ელჩი
FaceBook

ადრეულ ქორწინებასთან დაკავშირებულ დანაშაულებზე "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ქუთაისის ოფისში დისკუსია მოეწყო.


საქართველოში ოჯახში ძალადობის, ოჯახური დანაშაულებისა და ქალთა მიმარ ძალადობის შესახებ გამართულ დისკუსიაში, მოწვეულ სტუმრებთან ერთად მონაწილეობდნენ ამერიკის ელჩი იან კელი, საქართველოს პრემიერ მინისტრის მოადგილე, სოფო ჯაფარიძე და საქართველოს მთავარი პროკურატურის წარმომადგენელი, ნათია მერებაშვილი.

შეხვედრა ფემიცდის მსხვერპლ ქალებზე მომზადებული დოკუმენტური ფილმის ჩვენებით გაიხსნა. სადაც გადმოცემული იყო ოჯახური ძალადობის შედეგად გარდაცვლილი 19 წლის სალომე ჯორბენაძის ისტორია.

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ხელმძღვანელის, ანა ნაცვლიშვილის განმარტებით,  ძალადობის შემთხვევების არაეფექტური რეაგირება ქვეყანაში არსებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა.

"უდაოა, რომ საქართველოში ჯერ კიდევ ხდება არასრულსწლოვანთა ქორწინება და მათზე ფიზიკური ძალადობის ფაქტები. რა თქმა უნდა, ცუდია მსგავსი შემთხვევები, მაგრამ სამწუხაროა, რომ ქალთა მიმართ ძალადობაზე სახელმწიფოს მხრიდან არ არის შესაბამისი რეაგირება", - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.

შეხვედრაზე ამერიკის ელჩმა განმარტა, რომ ამ პრობლემის მოსგვარებლად საჭიროა საზოგადოების მეტი ინფორმირებულობა. 
"ნაადრევი ქორწინება ეს არის დანაშაული, ეს ართმევს გოგონებს მომავლის უფლებას და ხშირ შემთხვევაში ეს არის წინაპირობაა მათ მიმართ ძალადობის განხორციელების. მიხარია, რომ დღეს ასე ღიად ვსაუბრობთ ამ საკითხზე", - განაცხადა ამერიკის ელჩმა, იან კელიმ.

შეხვედრაზე ასევე წარმოდგენილი იყო საქართველოს 11 სასამართლოდან და პროკურატურიდან მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით "საიას" მიერ ჩატარებული კვლევის შედეგი, რომლის თანახმად 2014-2017 წლამდე სასამართლოში არასრულწლოვანთა ქორწინებაზე 71 გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. სიას განცხადებით ყველა შემთხვევაში დაზარალებული იყო გოგონა.

"არასრულწლოვანთა მიმართ ქორწინების ფაქტების 96 %-ზე  სასამართლომ ბრალდებულთან გააფორმა საპროცესო შეთანხმება. რაც შეეხება, სასჯელს უმეტეს შემთხვევაში ის ლმობიერი და შემწყნარებულია და მხოლოდ 7% შემთხვევაში დამნაშავეს მიესაჯა სასჯელი. ასევე, საქართველოს სასამართლოებიდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მათ განიხილიეს არასრულწლოვანთა გაუპატიურების 8 შემთხვევა. აქედან, 4 შემთხვევა ეხებოდა მოტაცებას ოჯახის შექმნის მიზნით და შემდგომ განხორციელებულ გაუპატიურებას, ხოლო 4 მათგანი იყო ზემოთ აღნიშნული მიზნის გარეშე. სასამარლომ გაამართლა ის პირები, რომლებმაც განაცხადეს, რომ გაუპატიურება მოხდა ოჯახის შექმნის მიზნით" -  განმარტეს  შეხვედარზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცის წარმომადგენლებმა.

"ახალგაზდრა იურისტთა ასოციაციამ" დღეს გამართულ შეხვედრაზე ოჯახში ძალადობის, ოჯახური დანაშაულისა და ქალთა მიმართ ძალადობის საქმეების
2016 -2017 წლების ანგარიში წარმოადგინა. 

სადაც აღნიშნულია,  რომ სასამართლოები ხარვეზით მოქმედებდა და  ზოგჯერ ბრალდებულს უფარდებენ დაუსაბუთებელ ლმობიერ აღმკვეთ ღონისძიებას.

"ასევე, საგანგაშოა და შემაშფოთებელი პრაქტიკაა დამკვიდრებული ქუთაისი საქალაქო სასამართლოში აღმკვეთი ღონისძიების გამოყენებასთან მიმართებაში. კერძოდ, დასწრებული 14 საქმიდან სასამართლოს არცერთ შემთხვევაში არ გამოუყენებია პატიმრობა და ნაკლებად მკაცრი ღონისძიების დაკისრებით შემოიფარგლა", - ნათქვამია საის მიერ მომზადბულ ანგარისში.



 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა,
არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი
პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო
დაასახელა.
11:16 / 22.11.2024
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო დაასახელა.
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები
რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება
მოხდა.
10:45 / 22.11.2024
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება მოხდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.