ახალი ამბები
ქუთაისის მერია, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის, რამდენიმე ათას ლარიან ტენდერს აცხადებს
FaceBook
ქუთაისში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცის მიზნით სპორტული სკოლების ისტორიისა და დღევანდელობის შესახებ გადაცემების მომზადება იგეგმება.

ამ მიზნით ქუთაისის ადგილობრივმა თვითმმართველობამ, მიმდინარე წლის 28 მარტს 7 000 ლარის ღირებულების ტენდერი (SPA170004913) გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სახელმწიფო შესყიდავზე გამარჯვებულმა კომპანიამ ქუთაისის სპორტული სკოლების ისტორიისა და დღევანდელობის, საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ, მათ მიერ განხორციელებული აქტივობების, სპორტულ სკოლებში მოღვაწე მწვრთნელებისა და ახალგაზრდა წარმატებული სპორტსმენების სპორტული ბიოგრაფიების შესახებ სატელევიზიო გადაცემათა ციკლის მომზადება და ეთერში გაშვება უნდა უზრუნველყოს.

კომპანიამ 20-20 წუთიანი ხანგრძლივობის 10 გადაცემა HD ფორმატში უნდა მოამზადოს და ტელეგადაცემის ეთერში გასვლამდე 2 დღით ადრე უნდა დაანონსოს.

"გადაცემის ჩვენება უნდა განახორციელოს ავტორიზაციის მქონე ტელევიზიამ, რომელიც უზრუნველყოფს სიგნალის ხარისხიანი მიღების ხელმისაწვდომობას და სიხშირით იმაუწყებლებს მინიმუმ ქუთაისის ტერიტორიის არანაკლებ 90%-ზე", - ნათქვმია სატენდერო დოკუმენტში.

ტენდერში წინადადებების მიღების ვადა მიმდინარე წლის 3 აპრილს იწურება.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
25 ნოემბერს, როცა
17:21 / 22.11.2024
25 ნოემბერს, როცა "ქართული ოცნება" ახალი პარლამენტის ლეგიტიმაციის ცნობას გეგმავს, საპროტესტო აქცია გაიმართება საკანონმდებლო ორგანოს უკან.
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე
სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
15:01 / 22.11.2024
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.