ახალი ამბები
15 წლიანი ცხოვრება ელექტროენერგიის გარეშე
FaceBook
ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩაზე, საგრენაჟო ქარხნის ყოფილი შენობის ერთ პატარა ოთახში, ჟუჟუნა ჩუბინიძე 15 წელია ელექტროენერგიის გარეშე ცხოვრობს.
სოციალურად დაუცველი, მარტოხელა ქალბატონისთვის, სანთელი და შეშის ღუმელი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. 

არ აქვს სააბაზანო და სხვა აუცილებელი საყოფაცხოვრებო პირობები. წყალსაც ბოთლებით იმარაგებს.

მისი ერთადერთი შემოსავალი პენსია და სოციალური დახმარებაა.

"15 წელია სანთლის შუქზე ვარ. ელექტროენერგია არასდროს მქონია. თავადაც არ ვიცი როგორ ვძლებ ასეთ პირობებში. ბევრჯერ ვთხოვე დახმარება ადგილობრივ ხელისუფლებას, თუმცა, უშედეგოდ. მეუბნებიან, ფართი ქალაქის საკუთრებაში არ არის და უფლება არ გვაქვს ელექრტოენერგია გავაკეთოთო", -ამბობს ჟუჟუნა ჩუბინიძე.




საგრენაჟე ქარხანის ყოფილი შენობა, სადაც ჟუჟუნა ჩუბინიძე 15 წლის წინ თვითნებურად შესახლდა, სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენს. წლების წინ ეკონომიკის სამინისტრომ ობიექტის გაყიდვა სცადა, თუმცა, ინვესტორთან შეთანხმება ვერ მოხერხდა.

სანთლის შუქზე 15 წლიანი ცხოვრების შემდეგ, ჟუჟუნა ჩუბინიძის ერთადერთი იმედი ნიკეას ქუჩაზე არსებული სოციალური საცხოვრისია, სადაც უსახლკაროთა რეგისტრაცია უკვე დაიწყო. ბინის მიღების მოთხოვნით მან უკვე მიმართა ქუთაისის მერიას და იმედოვნებს, რომ ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილებულთა შორის ისიც მოხვდება.

ჟუჟუნა ჩუბინიძესთან ერთად, სოციალურ საცხოვრისში ბინის მიღების იმედით, ადგილობრივ თვითმმართველობას 350–მა ადამიანმა მიმართა, თუმცა, ნიკეას ქუჩაზე არსებულ 5 სართულიან შენობაში ადგილი მხოლოდ 48 ოჯახისთვისაა. ვინ მიიღებს 5 წლიანი ვადით ბინას სოციალურ საცხოვრისში, ამას ქუთაისის მერიაში შექმნილი სპეციალური კომისია წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით გადაწყვეტს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.