ახალი ამბები
კოლუმბიელი მორაგბეები მომზადებას საქართველოში გაივლიან
FaceBook
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და კოლუმბიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტი, რომელსაც ხელი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და კოლუმბიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩმა საქართველოში ხუან ალფრედო პინტო საავედრამ მოაწერეს, ითვალისწინებს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას სპორტის მიმართულებით.

კერძოდ, პირველ ეტაპზე საქართველოში მომზადებას კოლუმბიის მორაგბეთა ორი ასაკობრივი ნაკრები გაივლის. თანამშრომლობის მომდევნო ეტაპი კი სპორტის სხვა სახეობებში, როგორებიცაა ფეხბურთი, ველოსპორტი, მოტოსპორტი, ავტოსპორტი - სპორტსმენთა და მწვრთნელთა მომზადებას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, რომ სპორტის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების და შესაბამისი გამოცდილების გაზიარების მიზნით, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა 2017 წლის 22 თებერვალს უმასპინძლა კოლუმბიის ოფიციალურ დელეგაციას, რომლის შემადგენლობაში იყვნენ რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე პატი ლონდონიო ხარამილიო და კოლუმბიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ხუან ალფრედო პინტო საავედრა.

სამინისტროში გამართული შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო საქართველოში კოლუმბიის მორაგბეთა ასაკობრივი ნაკრების მომზადების გავლას, სპორტის სხვადასხვა სახეობებში სპორტსმენთა და მწვრთნელთა მომზადების საკითხებს, ასევე დაიგეგმა ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერასთან დაკავშირებულ პროცედურები.

„უცხოელების ასეთი დაინტერესება და სურვილი, სპორტსმენებმა საქართველოში გაიარონ მომზადება, იმის აღიარებაა, რომ საქართველოს ხელისუფლება სპორტის განვითარების მიმართულებით სწორ რეფორმებს ატარებს. უშუალოდ ეს მემორანდუმი საშუალებას მისცემს ჩვენს სპორტულ ფედერაციებს მოიწვიონ კოლუმბიელი სპორტსმენები და მწვრთნელები, რაც მათ საქმიანობას წაადგება.

უახლოეს მომავალში საქართველოს ესტუმრება კოლუმბიელ მორაგბეთა ორი ასაკობრივი ნაკრები, ისინი ჩვენ სარაგბო ბაზებზე გაივლიან მომზადებას. თუმცა, ჩვენი და კოლუმბიის მხარის თანამშრომლობა მხოლოდ სპორტის ერთი სახეობით არ შემოიფარგლება და ერთობლივად ბევრ საინტერესო პროექტს განვახორციელებთ. მისასალმებელია სტუმრების ინტერესი საქართველოს მიმართ, ქვეყნისადმი, სადაც თავისუფლად შეიძლება დიდი საერთაშორისო სპორტული ღონისძიების გამართვა და შეკრებების მოწყობა. ძალიან სასიხარულოა, რომ ქართული სპორტის ბოლოდროინდელი წარმატებები საერთაშორისო ასპარეზზე შეუმჩნეველი არ რჩება“, - განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

სამინისტროში განმარტავენ, რომ სპორტული დიპლომატიის სფეროში მსგავსი სახის თანამშრომლობა საქართველოსთვის ახალი გამოცდილებაა.

"კოლუმბიურ მხარესთან ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმება კიდევ ერთხელ შეუწყობს ხელს და დადებითად აისახება ხალხთა შორის კავშირების განმტკიცებაზე სპორტის მეშვეობით," - აღნიშნავენ სამინისტროში. 

დღესვე, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში კოლუმბიის კულტურის კვირეული გაიხსნება, რომელიც 31 მარტამდე გასტანს. კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია კოლუმბიის პირველი კინოფესტივალის ჩატარებაც. გარდა ამისა სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ფოიეში წარმოდგენილი იქნება გამოფენა „ძველი ესპანური კოლუმბიის ეპოქაში ოქროთი ვაჭრობის დაწყება“.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი
გაუარესდება.
14:59 / 23.11.2024
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი გაუარესდება.
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო,
ავიარეისები გაუქმდა.
14:26 / 23.11.2024
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო, ავიარეისები გაუქმდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.