ქუთაისის მერიის სოციალურ საკითხთა სამსახურმა გასული წლის მუშაობის
ანგარიში წარადგინა.
შეხვედრაზე, სამსახურის უფროსმა, გია ჩიჯავაძემ თანამშრომლებთან
ერთად, 2016 წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტები
შეაჯამა.
წარმოდგენილი ანგარიშის მიხედვით, სოციალურ საკითხთა სამსახურმა გასულ
წელს 18 პროგრამა განახორციელა. მათგან, 5 ჯანდაცვის და 13 სოციალური
დახმარების
მიზნით. სოციალური სამსახურის წარმომადგენლების განმარტებით,
ყველაზე მეტად ბენეფიციარები სოციალურ სამსახურს ყოფითი პირობების
გაუმჯობესების მიზნით მიმართავენ. გასულ წელს ამ პროგრამით 4365
ოჯახის 12 095-მა წევრმა ისარგებლა.
800 990 ლარი დახარჯა ქუთაისის მერიამ მრვალშვილიანი დედების
დასახმარებლად. ამ პროგრამის ფარგლებში ერთჯერადი და ყოველთვიური
დახმარება 600-ზე მეტმა ოჯახმა მიიღო.
სოციალური სამსახურის მიერ განხორციელებული პროგრამებით დაფინანსდა 14
ოჯახის კომუნალური ხარჯები, ანაზღაურდა უფასო მგზავრობის,სარიტუალო
მომსახურების, განსაკუთრებული საჭიროების მქონე, ეპილეფსიით
დაავალდებულ პირთა და სხვა სოციალური თუ სამედიცინო ხარჯები.
ჯამში, გასულ წელს სოციალურმა სამსახურმა დახმარება 36 558
ბენეფიციარს გაუწია, რისთვისაც ადგილობრივი ბიჯეტიდნ 3 459 150 ლარი
დაიხარჯა.
სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსის, გია ჩიჯავძის თქმით, არსებულ
პროექტებს მიმდინარე წლის ბიუჯეტში კიდევ სამი პროგრამა დაემატა.
2017 წელს სოციალური სამსახური შშმ პირების დახმარების ორ და აუტიზმის
სპექტრის მქონე ბავშვების რეაბილიტაციის ერთ პროგრამას
განახორციელებს, რომელთა საერთო ბიუჯეტი 100 000 ლარია.
მასალის გამოყენების პირობები