ქუთაისში, სოციალურ საცხოვრისში თავშესაფრის მაძიებელთათვის
განცხადებების მიღების ვადა 27 მარტს იწურება.
ბინის მიღების მსურველებს ქუთაისის მერიაში განცხადების შეტანა დღის
ბოლომდე შეუძლიათ.
ქუთაისის მერის, შოთა მურღულიას თქმით, საცხოვრებლის მიღების თხოვნით
შესაბამის კომისიაში უკვე 350 განცხადებაა შესული.
"არიან ისეთები, რომლებიც უკვე ვერ აკმაყოფილებენ კრიტერიუმებს,
მაგრამ ადამიანებს განცხადების დაწერას ვერ დაუშლი. ისინი, ვინც
ამ კრიტერიუმს ვერ უპასუხებს, არ დარეგისტრირდებიან, ხოლო, ვინც
დააკმაყოფილებს, ისინი გაივლიან რეგისტრაციას და მიენიჭებათ რიგის
ნომერი, რომლის მიხედვითაც მოხდება შემდეგ მათი დაკმაყოფილება.
არითმეტიკული სიზუსტით მოხდება ქულების დაანგარიშება. უფრო მეტი
გამჭვირვალობა თუ კიდევ შეიძლება არსებობდეს, არ მგონია", - ამბობს
შოთა მურღულია.
მისივე თქმით, საცხოვრისით პირველ რიგში ის ადამიანები
დაკმაყოფილდებიან, ვინც ღამეს ქუჩაში ათევს და წასასვლელი არსად
აქვს.
"ასეთი, ალბათ, მაქსიმუმ სამი ადამიანი იქნება და ისინი
უპირობოდ მიიღებენ ბინას, თუმცა, ცალკე გამოყოფილ ადგილზე
იქნებიან შენობაში, რადგან, მათ სხვანაირი ტიპის ზედამხედველობა
სჭირდებათ", - აღნიშნავს ქალაქის მერი.
ნიკეას ქუჩაზე სოციალური საცხოვრისის მოწყობა უკვე დასრულებულია. 5
სართულიან შენობაში ერთ და ორ ოთახიან ბინას ამ ეტაპზე 48
ბენეფიციარი მიიღებს.
ქუთაისის მერიამ შენობაში
ფართების განაწილების წესი უკვე
შეიმუშავა.
შენობის რეაბილიტაცია ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში
გამარჯვებულმა კოპანიამ "სანო" შეასრულა.
პროექტის ჯამური ღირებულება 2 500 000 ლარია. ქალაქის მერის,
შოთა მურღულიას თქმით, საცხოვრისის მოწყობას უკვე
მოხმარდა 830 000 ლარი. 2017 წლის ბიუჯეტში კი ამ მიზნით დამატებით 1
500 000 ლარია გათვალისწინებული.
ამავე
თემაზე:
ქუთაისში 50-მდე ოჯახს კავშირგაბმულობის ყოფილ
შენობაში შეასახლებენ
ქუთაისში სოციალური საცხოვრისის მოსაწყობად კონკურსი
ცხადდება
სოციალური
საცხოვრისი ქუთაისში
(ფოტორეპორტაჟი)
მასალის გამოყენების პირობები