ქუთაისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში სიყვარულის ხეივანი
გახსენეს.
ხეივანი ცაცხვის ჯიშის 50 ხე-მცენარისგან გაშენდა.
იდეის ავტორია რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული
თეატრის დირექტორი, იზა ვეფხვაძე.
მისი თქმით ინიციატივა პროექტ "სიყვარულის ხეივანი საქართველოს
ქალაქებსა და სოფლებში" ფარგელბში ხორციელდება.
"დაახლოებიე 100-მდე ქალაქსა და სოფელში გაშენდება მსგავსი ხეივანი.
ამ ხეივნების დანიშნულება არის ის, რომ ადამიანებმა ერთმანეთს
გამოვუცხადოთ სიყვარული, რადგან სწორედ ეს გადაგვარჩენს" - ამბობს
რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრის დირექტორი,
იზა ვეფხვაძე.
პროექტის ფარგლებში, სიყვარულის ხეივანი წყალტუბოში უკვე გაშენდა.
მასალის გამოყენების პირობები