ახალი ამბები
90 ხმა 1-ის წინააღმდეგ - პარლამენტმა დიდგორის ომის უქმედ გამოცხადებას მხარი დაუჭირა
FaceBook
საქართველოს პარლამენტმა დიდგორის ომის უქმე დღედ გამოცხადებას პირველი მოსმენით ხმარი დაუჭირა.

"შრომის კოდექსში" ცვლილების მომხრე  90 დეპუტატი აღმოჩნდა, წინააღმდეგი - ერთი.

კოდექსით განსაზღვრულ უქმე დღეებს 12 აგვისტო - საქართველოს დიადი გამარჯვების დღე დაემატება და მათი რიცხვი უკვე 18 გახდება.

ინიციატივა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებს ეკუთვნით. მას მხარი განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა დაუჭირა. კანონპროექტი განსახილველად პლენარულ სხდომაზე ორი მოსმენის შემდეგ უნდა დაამტკიცონ.

რას ფიქრობენ ქუთაისელები დიდგორის ომის დღის უქმე დღედ გამოცხადებზე? - ნახეთ "ქუთაისიპოსტის" ვიდეო გამოკითხვა.

უქმე დღეებს საქართველოს შრომის კოდექსი განსაზღვრავს. კოდექსის 20-ე მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, უქმე დღეებში დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულება ზეგანაკვეთურ სამუშაოდ მიიჩნევა. დასაქმებული კი უფლებამოსილია, უქმე დღეების ნაცვლად, სხვა დასვენების დღეები მოითხოვოს, რაც შრომითი ხელშეკრულებით უნდა განისაზღვროს.

მსოფლიოში ყველაზე მეტი დასვენების დღე ინდოეთშია. ამ ქვეყანაში 21 ოფიციალური უქმე დღეა. დასვენების დღეების რაოდენობის მიხედვით, მეორე ადგილზე 18 დღით ფილიპინები და კოლუმბიაა, მესამეზე კი ჩინეთი 17 უქმეთი. აღმოჩნდა, რომ საქართველო, ასევე 17 უქმე დღით, ჩინეთის გვერდით დგას.







Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.