ქუთაისში, ცისფერყანწელთა ქუჩაზე მდებარე, 9 აპრილის მემორილს
ქუთაისის ცენტრალურ ბაღში, დები იშხნელების მოპირდაპირე მხარეს
გადაიტანენ.
ქალაქის ცენტრალურ ბაღში უკვე დაიწყო მიწის მომზადების სამუშაობი.
სამუშაოებს მერიის დაქვემდებარებაში არსებული ააიპ "სპეციალური
სერვისები" ახორციელებს, რომელიც
ამ წუთებში მიმდინარეობს.
ადგილი, სადაც 9 აპრილის მემორიალი განთავსდება
ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ მემორიალის გადატანის ნებართვა
ქალაქის თვითმართველობამ გასცა.
"მემორიალი შეუფერებელ ადგილზე იყო, სადაც არის რესტორნის გარე
ფასადი და საშაურმეები. ამიტომ გადავწყიტეთ გადაგვეტანა ცენტრალურ
ბაღში. ერთადერთი ვისგანაც ნებართვა ვითხოვეთ იყო ძეგლის ავტორი
მემკვიდრე ", - ამბობს ქუთაისის მერის მოადგილე, ნოდარ
მიქიაშვილი.
მისი თქმით, გაჟღერებული ვერსია, თითქოს იმ ადგილის გაყიდვა იგეგმება
სადაც ამ დრომდე იყო განთავსებული მემორიალი, სიმართლეს არ
შეესაბამება.
მასალის გამოყენების პირობები