ახალი ამბები
"დამსაჯა "ოცნებამ" არჩევნებზე სახლი "ნაციონალებს" რომ დავუთმე" - ქუთაისში მცხოვრებს სოციალური დახმარება მოუხსნეს
FaceBook
ქუთაისში მცხოვრებ, მამუკა ბრეგაძეს სოციალური დახმარება მიმდინარე წლის მარტში მოეხსნა.

ის სოციალური დახმარების მიმღები 8 წელი იყო, თუმცა მარტის თვეში 32 900 ქულა ჩამოუვიდა. მისი თქმით, მას სხვა შემოსავალი არ აქვს. მამუკა ბრეგაძე აცხადებს, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს მის სახლში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" შტაბი 3 თვით იყო გახსნილი და ამის გამო, მოუხსნეს სოციალური შემწეობა. მისი თქმით, პოლიტიკურ პარტიას საცხოვრებელი ფართი უსასყიდლოდ დაუთმო.

"დამსაჯა "ოცნებამ" არჩევნებზე სახლი "ნაციონალებს" რომ დავუთმე. 32 800 მქონდა ქულა, 100 ქულა მომიმატეს. მისული ვიყავი სააგენტოში, მომცეს ფურცელი და მორჩა, თბილისი წყვიტავს ყველაფერს, აქაურებთან არავითარი პრეტენზია არ მაქვს", – ამბობს მამუკა ბრეგაძე.

სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრში განმარტავენ, რომ პარტიის შტაბის არსებობის ფაქტი დეკლარაციაში დაფიქსირებული არ არის, რაც მათივე თქმით, სოციალური შემწეობის დაკარგვის მიზეზი ვერ გახდებოდა.

"მეგობრებისგან მიღებული თანხა ფიქსირდება 1 წლის განმავლობაში, რომელიც ქულაზე იმხელა გავლენას არ ახდენს, რომ საარსებო შემწეობის გაუქმების მიზეზი გამხდარიყო", - ამბობს სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსი, ნინო ჭიღლაძე.

მამუკა ბრეგაძეს  ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებს. ნინო ჭიღლაძის თქმით, თუკი ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობას წარმოადგენს, შესაძლებელი იქნება ქულის თავიდან გადათვლის პროცედურების განხორციელება.

მისი თქმით, მისთვის სარეიტინგო ქულის ცვლილების მიზეზი გახდა ის, რო  პირი შრომისუნარიანია და სხვა პრობლემები არ  აქვს.

"ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი და ამ დროისთვის "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლის, გია თევდორაძის თქმით, 3 თვის განმავლობაში მამუკა ბრეგაძეს ფართი უსასყიდლოდ ჰქონდა მათთვის დათმობილი.

ის ირწმუნება, რომ ამ თემას პოლიტიკური სპეკულაციისთვის არ იყენებენ და ადგილობრივ თვითმმართველობას მამუკა ბრეგაძის მდგომარებით დაინტერესებას მოუწოდებენ.

"იქნება კიდევ ერთხელ გულდაგულ გადაამოწმოთ ამ ადამიანების სიტუაცია, იმიტომ რომ ამ აგადაწყვეტილების შედეგად, ფაქტობრივად, სასიკვდილო და შიმშილობისთვის განწირული განაჩენი გამოგაქვთ ადამიანებისთვის", –ამბობს გია თევდორაძე.

ადგილობრივ თვითმმართველობაში გია თევდორაძის მოწოდებაზე განცხადებას არ აკეთებენ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.