ონლაინ მედიაორგანიზაცია „ქუთაისიპოსტი“ (www.kutaisipost.ge)
პროექტის „ქუთაისიპოსტის“ რეგიონალური ქსელი განვითარებაზე
ორიენტირებული მედიისთვის“ აცხადებს ვაკანსიას ჟურნალისტის პოზიციაზე
ბაღდათის, ზესტაფონის და ტყიბულის მუნიციპალიტეტებში.
პროექტი ხორციელდება ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“
მხარდაჭერით.
მოვალეობები:
- მოამზადოს ყოველდღიური ახალი ამბები, სტატიები და
ფოტო-ვიდეორეპორტაჟები, რომლებიც განთავსდება kutaisipost.ge-ზე
- ჟურნალისტი ასახავს მიმდინარე მოვლენებს მისთვის დავალებული
საკითხის და გეოგრაფიული ზონის მიხედვით.
მოთხოვნები:
- კომპიუტერული საოფისე პროგრამებისა და ინტერნეტის კარგი ცოდნა;
- ჟურნალისტად მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
- დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი და მოტივაცია;
- დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი;
დაინტერესებულმა პირებმა თქვენი რეზიუმე (CV) გამოაგზავნეთ
ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე:
This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it
საკონტაქტო პირი: თეა
ზიბზიბაძე
ტელეფონი: 574 20 20 66
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა: 2017 წლის 1 აპრილი;
გასაუბრებისთვის დაუკავშირდებიან მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
მუშაობის დაწყებამდე შერჩეულ პირებს ჩაუტარდებათ ტრეინინგი.
"ქუთაისიპოსტი" არის დამოუკიდებელი, საინფორმაციო-ანალიტიკური,
მულტიმედია ინტერნეტ გამოცემა, რომელიც აშუქებს ქუთაისსა და იმერეთის
რეგიონში მიმდინარე მოვლენებს.
გვადევნეთ თვალი
kutaisipost.ge- ზე. აქ
გათავსდება ინფორმაცია, რომელსაც შეგიძლიათ ენდოთ.
ასევე, გვადევნეთ თვალი სოციალურ ქსელში, მოიწონეთ ჩვენი facebook
გვერდი –
kutaisipost და გაეცანით ყველა სიახლეს ოპერატიულად.
მასალის გამოყენების პირობები