ქუთაისში 24 მარტს, მაღალი ძაბვის ქვესადგურში "ქუთაისი-1" დაგეგმილი
პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00 -დან 17:00 საათამდე
ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება დაახლოებით 8 100
აბონენტს
წერეთლის, კუპრაძის, ანჯაფარიძის, ასათიანის და ძელქვიანის,
კახიანოურისა და საფიჩხიის ტერიტორიულ ორგანოებში შემავალ სხვა
ქუჩებზე.
ენერგომომარაგების საიმედოობის უზრუნველყოფის მიზნით, პროფილაქტიკურ
სამუშაოებს კომპანია სისტემატურად ატარებს ყველა მაღალი ძაბვის
ქვესადგურში. სამუშაოების დასრულებისთანავე აბონენტების
ენერგომომარგება ჩვეულ რეჟიმში აღუდგება.
მასალის გამოყენების პირობები