ქუთაისის მერმა, შოთა მურღულიამ მოსწავლეთა ჰაკათონის
გამარჯვებულები დააჯილდოვა.
გუნდმა სახელწოდებით "ჰაკ ბოის" აკაკი წერეთლის სახელმწიფო
უნივერსიტეტში
გამართულ კონკურში მეორე ადგილი დაიკავა
"ხურდაბოტი" შექმნეს, ის ლიფტისთვის საჭირო თანხას სენსორის მეშვეობით
აგდებს.
"დილით ყველას აქვს პრობლემა, როცა ლიფტში ხურდის პოვნას ვერ
ახერხებს. ჩვენს მიერ შექმნილი "ხურდაბოტი" კი შესაძლოა დამონტაჟდეს
სახლში და დილით, როცა გარეთ გამოვალთ მივადებთ ხელს და 12 სმ
მანძილზე სენსორი უზრუნველყოფს 5 თეთრის ჩამოგდებას", - ამბობს გუნდ
"ჰაკბოის" ერთ ერთ წევრი ზაალ ჭუმბურიძე.
მოსწავლეების მიერ გამოგონებული ხურდაბოტი
მოსწავლეთა ჰაკათონის მეორე ადგილზე გასული გუნდის 5 წევრს, ქუთაისის
მერმა პლანშეტური კომპიუტერები გადასცა.
"ჩვენ ვიყავით მოსწავლეთა ჰაკათონის ერთ-ერთი სპონსორი სწორედ იმიტომ,
რომ ხელი შეუწყოთ მეტი ახალგაზრდის განვითარებას და აზროვნებას" -
აღნიშნა ქალაქის მერმა, შოთა მურღულიამ.
"მოსწავლეთა ჰაკათონი" აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში
მიმდინარე წლის
19 თებერვალს ჩატარდა.
კონკურში პირველი ადგილი გუნდმა Apolo მიიღო, რომელმაც ტურისტული
მობილური აპლიკაციის შექმნის იდეა წარმოადგინეს. პირველ ადგილზე
გასული გუნდის ხუთივე წევრს საჩუქრად Lenovo-ს ფირმის პლანშეტური
კომპიუტერი გადაეცათ. მოსწავლეთა ჰაკათონის კონკურში მეორე ადგილის
მფლობელი გუნდი Hackboys გახდა. ხოლო კონკურსში მესამე ადგილი გუნდმა
Discovery მოიპოვა. მონაწილეებმა მობილური აპლიკაცია შექმნეს, რომელიც
ხალისით ასწავლის მათემატიკას.
მასალის გამოყენების პირობები