საქართველოს პარლამენტში პლენარული სხდომა ქოვრუმის არარსებობის გამო
ვერ იწყება.
სხდომაზე რეგისტრაცია 66-მა დეპუტატმა გაიარა. ქვორუმისთვის კი 76
დეპუტატის ხმაა საჭირო.
მე-9 მოწვევის პარლამენტში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ქვორუმის
არარსებობის გამო სხდომა ვერ იწყება.
პარლამენტარებმა რამდენიმე საკითხი უნდა განიხილონ, რომელთა შორის
"საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ" კანონპროექტზე
პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნებია.
ამ საკითხზე მომხსენებელი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა
დოლიძე გახლავთ.
დღევანდელი პლენარული სხდომა
12:00 სთ-ზე უნდა დაწყებულიყო.
მასალის გამოყენების პირობები