გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს
მთიან რაიონებში მიმდინარე წლის 22 მარტს ყინვა არის მოსალოდნელი.
რამაც შესაძლოა ხეხილის საადრეო ჯიშების დაზიანება გამოიწვიაოს.
სინოპტიკოსები განმარტავენ, რომ ტემპერატურის მკვეთრი
ვარდნა დასავლეთ საქართვლოს დაბლობში მოსალოდნელი არ არის.
" მთაში და მათალ მთაში, ვვარაუდობთ, რომ იქნება ყინვა -2 გრადუსამდე,
ხოლო დაბლობში ჰაერის ტემპერატურა 0 +5 გრადუსის ფარგებში იქნება" -
ამბობს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების
დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დოდო გავაზავა.
მისი თქმით, დასავლეთ საქართველოს დაბლობში მიმდინარე წლის 22-26
მარტიდან ტემპერატურა 20 გრადუსამდე გათბება.
მასალის გამოყენების პირობები