ქუთაისში ძაღლების მასობრივი დახოცვა იგეგმება - ამის შესახებ
მედიისთის გამართულ ბრიფინგზე ცხოველთა დაცვის ფედერაციის
წამომადგენლებმა განაცხადეს.
თემურ ლაჭყებიანი ამბობს, რომ ააიპ სპეციალურმა სერვისებმა 20 კგ
ინგლისური მარილი გამოიწერა. ამ რაოდენობის შენაძენი კი მათთვის ეჭვს
იწვევს, რომ ძაღლების ევთანაზია იგეგმება.
ცხოველთა უფლებების დამცველები კიდევ ერთ ბრალდებას უყენებენ
"სპეციალურ სერვისების" წარმომადგენლებს და ამბობენ, რომ
სანარკოზე საშუალებები შეძენილი არ არის, რის გამოც ძაღლები
ოპერაციების დროს ტკივილს განიცდიან. ცხოველთა დაცვის ფედერაცია
მონიტორინგის უფლებას ითხოვს, რისი საშუალებაც მათი თქმით, სპეციალური
სერვისების ადმინისტრაციამ არ მისცა.
ცხოველთა დაცვის ფედერაციის ბრალდებებს უარყოფს ააიპ "სპეციალურ
სერვისების" დირექტორი. გელა გაგუას თქმით, 20 კგ მარილი არა მხოლოდ
ძაღლებისთვის, მსხვილფეხა საქონლისთვის შეიძინეს. რაც შეეხება,
ნარკოზის გარეშე ოპერაციების გაკეთებას, გაგუა კატეგორიულად
გამორიცხავს და უარყოფს ამ ბრალდებასაც.
"ცხოველთა თავშესაფარში მსხვილფეხა პირუტყვიც გვყავს. ინგლისური
მარილი კი ფაღარათის შემთხვევაში გამოიყენება. თუ ძაღლების
შემთხვევაში 20 გრამი შეიძლება გამოვიყენოთ, მსხვილფეხა პირუტყვზე
მათი წონის მიხედვით განისაზღვრება. შეიძლება ერთ მიღებაზე კილოგრამიც
დაგვჭირდეს", - განმარტავს ვეტექიმი რობერტ გოდოლაძე.
უპატრონო ცხოველთა მუნიციპალური
თავშესაფარი მიმდინარე წლის 18 მარტს გაიხსნა.
მასალის გამოყენების პირობები