ქუთაისში, საფიჩხიის უბანზე სტუდენტების გაქურდვის დროს
დაზარალებულები საქმის დროულ გამოძიებას ითხოვენ.
ისინი დამნაშავეების დასჯას 10 თვეა უშედეგოდ ელოდებიან. საქმეს
ქუთაისის შინაგან საქმეთა საქალაქო სამმართველოს მე–2 განყოფილება
იძიებს.
"სულ ერთიდაიმავეს გვეუბნებიან, რომ მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც
არა და არ დასრულდა. საინტერესოა ოდესმე გამოიძებენ თუ არა ამ
საქმეს", – ამბობს დაზარალებული, ფატიმა კოკაია.
2016 წლის 21 მაისს ახვლედიანის ქუჩაზე აკაკი წერეთლის სახელმწიფო
უნივერსიტეტის
სტუდენტები გაქურდეს. დამნაშავეებმა სტუდენტებისგან
ძვირადღირებული ლეპტოპი, ციფრული ფოტოაპარატი და 2 სამსახურის
კუთვნილი პლანშეტი მოიპარეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში
განამრტავენ, რომ საქმეზე გამოძიება ამ დრომდე
მიმდინარეობს.
"ჯერჯერობით საქმე არაა გახსნილი, მაგრამ 4 და 5 წლის წინანდელი
ამბები იხსნება და ამიტომ იმედი გვაქვს რომ რაღაც იქნება", – ამბობს
ქუთაისის საქალაქო სამმართველოს მე-2 განყოფილების გამომძიებელი, რატი
ნიჟარაძე.
საქმე 177–ე მუხლით არის აღძრული, რაც ქურდობას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები