ქუთაისში ორმაისობის დღესასწაულთან დაკავშირებით ქუთაისის მერიამ საზღვარგარეთიდან ჩამოსული დელეგაცია მიიღო.
დელეგაციის ფარგლებში, ქუთაისში ირანის ელჩი და საელჩოს წარმომადგენლები, ქალაქ ჰაიფის მერის წარმომადგენლობა, ჩეხეთის საელჩოს დელეგაცია, უნგრეთის საელჩოს წარმომადგენლობა, საფრანგეთის კულტურის ატაშე და ხორხე ბაგრატიონი იმყოფება.
ქუთაისში ჩამოსულ სტუმრებს ქუთაისის მერმა, შოთა მურღულიამ ორმაისობის დღესასწაულის ტრადიცია გააცნო.
"გვირილობის დღესასწაული დიდი ხნის ტრადიციაა ქუთაისში, ამ დღეს გიმნაზიელი გოგოები ყიდნენ გვირილებს და შემოსული თანხით გაჭირვებულ ხალს ეხმარებოდნენ,"- განუმარტა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ქალაქის მერმა.
დღეს ქუთაისში მთელი დღის მანძილზე ორმოცამდე სახვადასხვა ტიპის ღონისძიებაა დაგეგმილი.
2 მაისობა ქუთაისში ყოველ წელიწადს აღინიშნება.
"გვირილობის" დღესასწაული მე-19 საუკუნიდან იღებს სათავეს.
მასალის გამოყენების პირობები