ელისო კილაძის მეუღლე შინაგან საქმეთა მინისტრს სახელმწიფო ჯილდოს
უბრუნებს, - ამის შესახებ განცხადება "ქრონიკა +"-ის მთავარმა
რედაქტორმა სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოსთან დღეს გააკეთა.
"ამ შენობაში, მეორე სართულზე მუშაობს ადამიანი, რომელიც არის ქართული
სპეცსამსახურის სირცხვილი, მან არ იცის რას ნიშნავს მუნდირის ღირსება,
იმიტომ რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლამდე ერთი დღე არ
უმუშავია ძალოვან უწყებაში. სოსო გოგაშვილი არის პირი, რომლის
უშუალო
მონაწილეობით დაიგეგმა ჩემი შვილის, დავით ხარშილაძის დაკავება და
მისთვის დიდი ოდენობით ნარკოტიკების ჩადება.
იმისათვის, რომ მან გაიგოს რას ნიშნავს პოლიციელის ღირსება, სწორედ
აქ, ამ შენობასთან მე წავიკითხავ ჩემი მეუღლის, პოლიციის ყოფილი
მაღალჩინოსნის, გრიგოლ ხარშილაძის განცხადებას:
ბატონო მინისტრო, დიდი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე დაგიბრუნოთ
სახელმწიფო ჯილდო მედალი "მხედრული მამაცობისთვის", რომელიც მე შს
ორგანოებში მუშაობის დროს იმდროინდელი შს მინისტრის, კობა
ნარჩემაშვილის წარდგინებით, განსაკუთრებით საშიში კრიმინალური
დაჯგუფების წინააღმდეგ წარმატებული ბრძოლის გამო მივიღე (დაჯგუფება
ეწეოდა დასავლეთ საქართველოში ადამიანების გატაცებას )
მივიღე გადაწყვეტილება: ეს ჯილდო ჩემზე უფრო მეტად თქვენ გჭირდებათ,
რათა დააჯილდოვოთ ის პოლიციელები, რომლებმაც დიდი ოდენობით ნარკოტიკი
ჩაუდეს ჩემს შვილს დავით ხარშილაძეს.
ეს მათ წაახალისებს და გულმოდგინეობას შესძენს შეასრულონ ბიძინა
ივანიშვილის და "ქართული ოცნების" დაკვეთები.
პატივისცემით: გრიგოლ ხარშილაძე
"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე სუსის შენობასთან
ქალიშვილთან, მარიამ ხარშილაძესთან ერთად იმყოფებოდა. ბრიფინგის მერე
შინაგან საქმეთა სამინისტროში მივიდა და მეუღლის განცხადება
კანცელარიაში ჩააბარა.
აზეთ "ქრონიკა პლუსის" რედაქტორის, ელისო კილაძის განცხადებით, მისი
შვილი დავით ხარშილაძე სამართალდამცავებმა ნარკოტიკების
შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით
მიმდინარეობს. ამ მუხლის თანახმად, ნარკოტიკული საშუალების, მისი
ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა,
შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით
ექვს წლამდე.
ქუთაისის მერიის შენობის წინ, ელისო კილაძის შვილის დავით ხარშილაძის
სოლიდარობის
აქცია გაიმართა.
მასალის გამოყენების პირობები