2017 წლის გაზაფხულიდან, დასავლეთ საქართველოს მიმართულებით
მატარებლები ქუთაისის დავით აღმაშენებლის აეროპორტთან მდებარე
სარკინიგზო სადგურთან გააჩერებენ.
საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, რომ აეროპორტიდან რმდენიმე
კილომეტრით დაშორებულ ძველი სადგურის რეაბილიტაცია აქტიურად
მიმდინარებს.
"ყველა მატარებელი, რომელიც იმოძრავებს დასავლეთ საქართველოს
მიმართულებით გააჩერებენ რეაბილიტებულ გაჩერებზე.
ამის შემდეგ მოხდება მგზავრების გადაყვანა ავტობუსით, რადგან
გაჩერებიდან ეროპორტამდე დაახლობით 1.8 კილომეტის მანძილია", - ამბობს
საქართველოს რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი
დაჩი ცაგურია.
მისი თქმით, მატარებლის ბილეთის საფასურში აეროპორტამდე მისასვლელად
საჭირო ავტობუსის თანხაც იქნება გათვალისწინებული.
საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, რომ პროექტი უახლოეს თვეებში
დასრულდება. რის შემდეგაც ახალი მაგისტრალის მშენებლობა იგეგმება,
რომლის მიხედვითაც მატარებლების გაჩერებისთვის ახალი სარკინიგზო
სადგული დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტან აშენდება.
მასალის გამოყენების პირობები