ვანში, სოფელ ზეინდარში მამის
მკვლელობაში ეჭვმიტანილის დედა ამბობს, რომ
უბედური შემთხვევა სიტყვიერი შეურაცხყოფის ნიადაგზე მოხდა.
"ჩემს შვილს ცალი თვალი არ აქვს, ჯარში დაკარგა. ის სულ დასცინოდა
ამაზე და ამდენი ვეღარ მოითმინა," - ამბობს დაკავებულის დედა.
მეზობლების თქმით, კი მამა-შვილს შორის კონფლიქტი ადრეც ხდებოდა,
თუმცა ფიზიკური დაპირისპირება არასდროს მოსვლიათ.
"ყველასთვის დამხმარე და უზომოდ მშრომელი მამა-შვილი იყვნენ. ეს მათ
ოჯახსაც ეტყობა. მამა-შვილს ხანდახან ჰქონდა უთანხმოება, მით უმეტეს
სოფელში, როცა ხშირადაა დალევა. არ ვიცი ის როგორ აიტანს ციხეს,
წუხდებოდა და სასწრაფოსაც ხშირად იძახებდნენ ხოლმე," - ამბობს
დაკავებულის მეზობელი, აზა ბაჯაძე.
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეინდარში 50 წლამდე შვილმა 80 წლის
ასაკის მამა სანადირო თოფით მოკლა.
შემთხვევა მიმდინარე წლის
17 მარტს მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ სამართალდამცველებმა
ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად
დანაშაულში ბრალდებული პირი მომხდარიდან რამდენიმე წუთში
დააკავეს.
მათივე ცნობით, ამოღებულია დანაშაულის ირაღი. გამოძიება სისხლის
სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ
მკვლელობას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები