ქუთაისის მერის, შოთა მურღულიას თქმით, საქალაქო ტრანსპორტის
გადამზიდავ კომპანიებთან მოძრაობის ახალ გრაფიკზე შეთანხმება
მიმდინარეობს.
ქალაქის მერს შენიშვნები განსაკუთრებით ავტობუსების მიმართ აქვს,
რომლებიც მისი თქმით, არსებულ გრაფიკს არღვევენ.
"ავტობუსების მიერ სრულად ირღვევა დღეს არსებული გრაფიკი. ქალაქში
პიკის საათი არის სკოლის დაწყება და დამთავრება, ამიტომ ის გრაფიკები
რომელიც ძველი იყო, არ გამოდგება. ქალაქში მგზავრი გადაუყვანელი
არ რჩება, თუმცა, ავტობუსები ხანდახან არ მუშაობენ და
მგზავრს 10 თეთრით მეტის გადახდა უწევს იმისთვის, რომ სახლში
წავიდეს. არიან ადამიანები, ვისთვისაც ეს 10 თეთრი არის
მნიშვნელოვანი. ჩვენ იმასაც ვუყურებთ, რომ არსებული გრაფიკი ისეთია,
რომ 70 თეთრიც რომ გახდეს ტრანსპორტი, იმ გრაფიკს ვერ დაიცავენ, მაინც
წაგებაზე წავლენ. ამიტომ, ვეუბნებით გადამზიდავებს, რომ დავთვალოთ და
გავაკეთოთ ახალი გრაფიკი, რადგან თვლადია ეს ყველაფერი", – ამბობს
შოთა მურღულია.
მისივე თქმით, მგზავრობის ტარიფის მომატების შემთხვევაში, ღირებულების
10 თეთრზე მეტით გაზრდა არ განიხილება.
ქუთაისში, საქალაქო ტრანსპორტის მძღოლები
მიმდინარე წლის 6 მარტს გაიფიცნენ.
ამავე თემაზე:
ქუთაისში საქალაქო
ტრანსპორტის მძღოლები გაიფიცნენ
"ვითხოვთ
მხოლოდ ათ თეთრს" - ქუთაისში გაფიცული მძღოლების მოთხოვნები
"არ
გვეუბნებიან იმუშავებენ თუ არა"- მგზავრები გაფიცულ მძღოლებზე
(ფოტო)
"გაფიცვა არაფერს მოგცემთ" - ვიცე-მერი გაფიცულ
მძღოლებს
"დღეს ტრანსპორტი არ იმოძრავებს" - ქუთაისში მძღოლების გაფიცვა
გრძელდება
ქუთაისში მეორე დღეა საქალაქო
ტრანსპორტის მძღოლები გაფიცულები არიან
შეწყვეტილი გაფიცვა და 10
თეთრით გაძვირებული ტრანსპორტი ქუთაისში
"დაჯარიმება და გაფიცვა არავის უნდა" - გადამზიდი კომპანიები მერიის
სანქციებზე
"ველოდებით
პროცედურებს" - ქუთაისში, შესაძლოა, საქალაქო ტრანსპორტი 1 აპრილიდან
გაძვირდეს
მასალის გამოყენების პირობები