სასკოლო ოლიმპიადა "ერუდიტი" იწყება, რომელიც სამ ეტაპად, ტესტირების
საფუძველზე ჩატარდება.
რეგისტრაცია კი, მიმდინარე წლის 12 აპრილს დასრულდება. ოლიმპიადაში
მონაწილეობის მსურველმა თითოეულმა მონაწილემ
ონლაინ- რეგისტრაცია უნდა გაიაროს.
მასში მონაწილეობა საქართველოში კერძო და საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულების III, IV, V, VI, VII, VIII, IX, X, XI, XII კლასის
მოსწავლეებს შეუძლიათ.
ორგანიზატორების თქმით, პროექტის მიზანია სკოლის
მოსწავლე-ახალგაზრდების ცოდნის გაღრმავება და მათი უნარ-ჩვევების
განვითარება.
"სასკოლო კონკურსებში მონაწილეობა მოსწავლეებს მისცემს საშუალებას
გაერკვნენ საგნის ცოდნის შესაძლებლობებში და იყვნენ წახალისებულნი
ცოდნისათვის", – განმარატვენ ორგანიზატორები.
პირველ ტურში მონაწილეობის საფასური 3 ლარს შეადგენს. მეორე ტურში – 9
ლარს. ოლიმპიადის მესამე ტურში მონაწილეობა კი უფასოა.
დევნილები და სოციალურად დაუცველი მოსწავლეები, რომლებიც
წარმოადგენენ დამადასტურებელ დოკუმენტს, ოლიმპიადის პირველ ტურში
იხდიან 2 ლარს, ხოლო მეორე ტურში გადასვლის შემთხვევაში 5–ს.
რაც შეეხება გამარჯვებულებს, საგნის მიხედვით თითოეული კლასიდან
საუკეთესო შედეგის მქონე 5 მონაწილე გამოვლინდება, რომლებიც
შესაბამისი პრიზებით და ასევე, ოლიმპიადის პარტნიორების მიერ
დაწესებული საჩუქრებით დაჯილდოვდებიან.
გამარჯვებული მოსწავლეები ფინალური ტურის შედეგების გათვალისწინებით
გამოვლინდებიან.
დამატებითი ტურის დანიშვნის შემთხვევაში კი მისი შედეგები
განსაზღვრავს გამარჯვებულ მონაწილეთა ვინაობას.
ორგანიზატორების თქმით, ოლიმპიადის მეორე და ფინალურ ტურში გადასული
თითოეული მონაწილე მიიღებს შესაბამისი ხარისხის სერტიფიკატს.
მათივე განმარტებით, ოლიმპიადის ფარგლებში, ასევე, 5 საუკეთესო სკოლა
და საგნის პედაგოგი გამოვლინდება, რომლებსაც შესაბამისი მადლობის
სიგელები და საჩუქრები გადაეცემათ.
მასალის გამოყენების პირობები