თავისუფალი სტილით ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონი ქუთაისელი ბექა ლომთაძე გახდა. ბექა ლომთაძემ 61 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა და ფინალში ვლადიმერ ხინჩეგაშვილი დაამარცხა.
თავისუფალი სტილით ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატი ორი დღის განმავლობაში გლდანის ჯემალ ცერცვაძის სახელობის ხელბურთის აკადემიის მთავარ არენაზე მიმდინარეობდა.
ტურნირზე გამარჯვებული საქართველოს ჩემპიონები მიმდინარე წლის ივნისში, ბაქოში გასამართ ევროპის პირველ თამაშებზე გაემგზავრებიან.
დეა მანაგაძე
მასალის გამოყენების პირობები