წყალტუბოს მცხოვრები 6 ტონა წყლის ხარჯვის დაფიქსირებას აპროტესტებს
09:20 / 17.03.2017
წყალტუბოს მცხოვრებ, მარტოხელა ნუნუ ჯიქიძეს თებერვლის თვეში 6
ტონა წყლის ხარჯვა დაუფიქსირდა, რასაც აპროტესტებს.
ჯიქიძე ამბობს, რომ ის დღის განმავლობაში სახლში არ იმყოფება და ამდენ
წყალს ფიზკურად ვერ დახარჯავდა.
ნუნუ ჯიქიძე ქუთაისის ბაზრობაზეა დასაქმებული. ის სახლიდან დილის 6
საათიდან გადის და საღამოს 8 საათამდე მუშაობს. ის ამბობს, რომ ამ
დრომდე მას მხოლოდ ორ ტონამდე წყლის ხარჯვა უფიქსირდებოდა.
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში განმარტავენ,
რომ მომხმარებელმა აღნიშნულზე წყალმომამარგების ადგილობრივ სერვის
ცენტრს წერილობით უნდა მიმართოს.
"ამის შემდეგ წყალტუბოს ტექნიკური სამსახური შეისწავლის ამ საკითხს და
წერილობით ეტყვიან პაუხს. თუ მრიცხველის პრობლემაა, შესაბამისად
შესაძლებელია მრიცხველი წავიღოთ სტენდზე და შევამოწმოთ. თუკი
დადგინდება რომ მრიცხველი არის გამართულ მდგომარეობაში, მაშინ
შესაძლოა ან ონკანი დარჩა მოშვებული ან სხვა მიზეზმა გამოიწვია ასეთი
შედეგი", - განმარტავს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების
იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული მენეჯერი,
პაატა დარახველიძე.
ნუნუ ჯიქიძე ამბობს, რომ ის შესაბამის სერვისცენტრს მას შემდეგ
მიმართავს, რაც მიმდინარე თვის ქვითარს მიიღებს და კიდევ წყლის დიდი
ოდენობით ხარჯვა დაუფიქსირდება.
1 ტონა წყალზე ფიზიკური პირებისთვის 50 თეთრი, ხოლო იურიდიული
პირებისთვის 4 ლარია განსაზღვრული.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები