ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის ააიპ დაწესებულებებში
რეორგანიზაციის შედეგად 14 შტატი გაუქმდა.
რეორგანიზაციის პროცესი მერიას დაქვემდებარებულ 3 ააიპ დაწესებულებას
შეეხო.
ქუთაისის მერიის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 11 შტატი გაუქმდა ააიპ
ბოტანიკურ ბაღში, მათ შორის, გაუქმებას დაექვემდებარა
სპეციალისტის 4 შტატი.
ააიპ ბაგა–ბაღების გაერთიანებაში 2016 წლის 15 აპრილს გამოცხადებული
რეორგანიზაციის შედეგად გაუქმდა დირექტორის მოადგილის, დირექტორის
პირველი მოადგილის და საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორის
პოსტი. თუმცა, 3 შტატის გაუქმების პარალელურად ააიპს დაემატა
ორი შტატი– სასწავლო პროცესისა და მეთოდური დარგის კოორდინატორისა და
ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტის პოსტები. ჯამში,
ადმინისტრაციის საშტატო რაოდენობამ 22 შეადგინა.
რეორგანიზაცია შეეხო ააიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო
ბიბლიოთეკასაც. თუმცა, აქ არც ერთი შტატი არ გაუქმებულა. 2016 წლის
თებერვალ–მარტში ტესტირება გაიარა 9 საშტატო პოზიციაზე დასაქმებულმა
თანამშრომლებმა, თუმცა, მათგან პოსტი მხოლოდ ერთმა
თანამშრომელმა–დირექტორის მოადგილემ საორგანიზაციო მუშაობის დარგში
ნინო ძოწენიძემ დატოვა, რომელიც ამავე პოზიციაზე მაია კანდელაძემ
ჩაანაცვლა.
ჯამში, ზემოთაღნიშნული ააიპ დაწესებულებები 13–მა ადამიანმა
დატოვა.
საშტატო ცვლილებების პარალელურად, ააიპების უმეტესობას
მიმდინარე წელს ბიუჯეტიც შეუმცირდა.
რაც შეეხება ქუთაისის მერიას, ადმინისტრაციული სამსახურის მიერ
მოწოდებული ინფორმაციით, 2017 წლის 13 იანვარს გამოცხადებული
რეორგანიზაციის პროცესი დასრულებული არ არის.
ქუთაისის მერის, შოთა მურღულიას თქმით, რეორგანიზაცია ადგილობრივ
თვითმმართველობაში ააიპ დაწესებულებების ჩათვლით 40–დან 50–მდე
ადამიანს შეეხება.
მასალის გამოყენების პირობები