ქუთაისის მერია, მაია ჩიბურდანიძის სახელობის საჭადრაკო სკოლის
შენობის რეაბილიტაციისათვის საჭირო საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო
დოკუმენტაციის შედგენისთვის ტენდერს (SPA170004197) აცხადებს.
სახელმწიფო შესყიდვის ღირებულება 13 000 ლარს შეადგენს.
წინადადებების მიღება 17 მარტს დაიწყება და ხუთი დღის განმავლობაში
გაგრძელდება.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, უნდა განხორციელდეს საჭადრაკო
სკოლის შენობის შიდა და გარე კონსტრუქციის დაგეგმარებითი
სარეკონსტრუქციო სამუშაოები. ასევე, სრული რეკონსტრუქცია და ფასადის
ისტორიული ხედების შენარჩუნება, მწვანე დარბაზის ფართის გაზრდა უნდა
მოხდეს.
მასალის გამოყენების პირობები