ქუთაისში ჯაჭვის ხიდიდან ბოტანიკურ ბაღამდე მოაჯირების და დეკორატიული
ტროტუარის მოწყობა იგეგმება.
სამუშაოების შესრულებისთვის ქუთაისის მერიამ მიმდინარე წლის 15 მარტს
ახალი მოაჯირების მონტაჟისთვის 76 202 (SPA170004282), ხოლო
ტროტუარების მოწყობისთვის 140 945 ლარის ღირებულების ტენდერი
(SPA170004281) გამოაცხადა.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სახელმწიფო შესყიდვაზე
გამარჯვებულმა კომპანიებმა, ქუთაისში დავით და კონსტანტინეს ქუჩაზე
დაზიანებული მოაჯირების დემონტაჟი და ახლი, ლითონის მოაჯირების და
ბეტონის ტროტუარის მონტაჟი უნდა განახორციელონ.
კომპანიებმა აღნიშნული სამუშაოების შესრულება ხელშეკრულების დადებიდან
40 დღეში უნდა უზრუნველყოს.
ქუთაისში ჯაჭვის ხიდიდან ბოტანიკურ ბაღამდე მოაჯირების და ტროტუარის
მოწყობის სახელმწიფო შესყიდვაში წინადადების მიღების ვადა 2017 წლის 4
აპრილს იწურება.
მასალის გამოყენების პირობები