ახალი ამბები
ექსპერტიზის დასკვნით კლინიკა „ბომონდში“ გოგონას გარდაცვალების მიზეზი სისხლდენა გახდა
FaceBook
ქუთაისში, სამედიცინო კლინიკა "ბომონდში" გასული წლის 25 ოქტომბერს საკეისრო კვეთის შემდეგ გარდაცვლილი ლანა მიქაბერიძე, ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ერონული ბიუროს დასკვნის მიხედვით, სისხლდენით დაიღუპა.
გარდაცვლილის დედის, მთვარისა მიქაბერიძის თქმით, მას დასკვნა ადვოკატის თანდასწრებით გამომძიებელმა წაუკითხა.

"ჩემს ადვოკატთან ერთად წამიკითხა სიტყვა–სიტყვით. სისხლდენა გახდა ჩემი შვილის გარდაცვალების მიზეზი, რაც უყურადღებობის გამო მოხდა. ზუსტად ვისი ბრალეულობა იკვეთება ამ საქმეში, გამოძიებამ უნდა  დაადგინოს. ექთნის, რომელმაც დროულად არ შეატყობინა ექიმს, მამუკა მიქაძეს პაციენტის მდგომარეობის დამძიმების შესახებ, თუ თავად მიქაძემ გამოიჩინა უყურადღებობა", – აცხადებს მთვარისა მიქაბერიძე.

მას დასკვნის ასლი ჯერჯერობით არ ჩაბარებია, რადგან საქმეში დააზარალებულად ამ დრომდე არ არის ცნობილი.

პირველადი ექსპერტიზის დასკვნის შინაარსზე საუბრობს გარდაცვლილის ოჯახის ადვოკატი, ლედი ტუკვაძე.

"დასკვნაში  სიკვდილის მიზეზად სისხლდენაა დადასტურებული, თუმცა, რა მიზეზით, ვისი დაუდევრობით, ვისი გაუფრთხილებლობით მოხდა ეს და ვისი ბრალელულობა იკვეთება საქმეში, ამაზე კომისიური ექსპერტიზაა დანიშნული, რომელიც ყველა კითხვას გასცემს პასუხს და ნათელს მოჰფენს ამ საქმეს", – ამბობს ლედი ტუკვაძე.

ლანა მიქაბერიძის ექიმი, რომელმაც გარდაცვლილს ორი ოპერაცია ჩაუტარა,  ამბობს, რომ მისი ინფორმაციით ჯერჯერობით არანაირი დასკვნა არ არსებობს, გარდა ამისა, სისხლდენა არ შეიძლება პაციენტის გარდაცვალების მიზეზი გახდეს.

"აქტიურად ვადევნებ თვალს საქმის მსვლელობას, ჯერჯერობით არანაირი ინფორმაცია არ მაქვს ამის შესახებ. გარდა ამისა, სისხლდენა არ შეიძლება გარდაცვალების მიზეზი იყოს. გარდაცვალება, შესაძლოა, დადგეს სისხლჩაქცევის, მწვავე უკმარისობის, გულის ან ფილტვის გაჩერების შემთხვევაში. სისხლდენა რომ აწუხებდა, სწორედ ამიტომ გაკეთდა ოპერაცია. კომისიური ექსპერტიზის დასკვნა გაარკვევს ყველაფერს", – ამბობს მამუკა მიქაძე.

ჯანდაცვის სამინისტროში  ამბობენ, რომ საექსპერტო კომისიის მუშაობა, რომელმაც პაციენტის გარდაცვალების გარემოება უნდა შეისწავლოს,  ამ ეტაპზე შეჩერებულია, რადგან კომისიას  ამ დრომდე არ აქვს პაციენტთან დაკავშირებული სამედიცინო დოკუმენტაციის სრული ვერსია.

„ჩვენ როდესაც შევედით კლინიკაში, აღმოჩნდა, რომ სამედიცინო დაწესებულებაში დოკუმენტაციის მხოლოდ ასლი იყო, ისიც არასრულყოფილი. დედანი კი სამართალდამცავებს უკვე ამოღებული ჰქონდათ. ახლა ველოდებით ამ დედნის მიღებას და ამის შემდეგ განაახლებს კომისია მუშაობას“,–ამბობს ჯანდაცვის სამინისტროს კონტროლის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ლია მელიქიძე.

რაც შეეხება კომისიის მიერ საქმის განხილვის ვადებს, მისი თქმით ეს მასალების  შინაარსზეა დამოკიდებული.

ლანა მიქაბერიძის ოჯახი მომხდარის გამოძიების პარალელურად, კლინიკისთვის ლიცენზიის შეჩერებას ითხოვს, თუმცა, ექიმი და კლინიკა "ბომონდის" ხელმძღვანელი მამუკა მიქაძე ამბობს, რომ მსგავსი რამ გამორიცხულია.

"გამორიცხულია ლიცენზიის შეჩერება. მანდ შეიძლება დადგეს მკურნალი ექიმის პასუხისმგებლობის საკითხი, თორემ, დაწესებულება მხოლოდ სალიცენზიო პირობების შესრულებაზე აგებს პასუხს. ლიცნზიის შეჩერებაზე საეროდ არ არის საუბარი, კანონმდებლობა მაგას არ ითვალისწინებს", – ამბობს მამუკა მიქაძე.

ჯანდაცვის სამინისტროში კი ამბობენ, რომ სამედიცინო დაწესებულებისთვის ლიცენზიის ჩამორთმევის პრაქტიკა საქართველოში არსებობს და ამ ზომას სახელმწიფო კონკრეტული საქმის სიმძიმის შესაბამისად იყენებს.

„ლიცენზიის შეჩერების საფუძველი შეიძლება იყოს მრავალჯერადი დარღვევა ან დარღვევის  სიმძიმე.  თუ იკვეთება ასეთი რამ, მაშინ სამედიცინო დაწესებულებას ვაძლევთ გონივრულ ვადას პრობლემის აღმოსაფხვრელად, მაგრამ თუ დარღვევა არ ექვემდებარება გამოსწორებას, მაშინ ხდება  სანებართვო პირობების გაუქმება“,–აცხადებენ სამინისტროში.

კლინიკა "ბომონდში" საკეისრო კვეთის შემდეგ გოგონას გარდაცვალებაში მამუკა მიქაძე მის ბრალეულობას გამორიცხავს და ამბობს, რომ პაციენტს წინა საკეისრო კვეთის დროს ჰქონდა დარჩენილი პრობლემები, რამაც მდგომარეობის გართულება გამოიწვია.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.