ქუთაისის მერი, შოთა მურღულია საქალაქო ტრანსპორტის მძღოლების
ნაწილთან შეხვედრას გეგმავს. ამის შესახებ მან ქუთაისიპოსტთან
საუბარში განმარტა.
მისი თქმით, ის უკვე შეხვდა მძღოლების ნაწილს. თუმცა, კონკრეტულად
რაზე ისაუბრეს უცნობია.
ქუთაისში, საქალაქო ტრანსპორტის მძღოლები მიმდინარე წლის 6 მარტს,
დილიდან,
გაიფიცნენ. ისინი მგზავრობის ღირებულების 0.10
ლარით გაზრდას ან ყოფელდღიური გეგმის 10 ლარით შემცირებას
ითხოვდნენ.
გაფიცვის პირველ დღეს, ქუთაისში, წითელ ხიდთან, შეკრებილ
მძღოლებს, ქუთაისის მერიის წარმომადგენლები შეხვდნენ. მაშინ
ვიცე-მერმა, კოტე ქავთარაძემ და მერიის ტრასპორტის განყოფილების
უფროსმა, ირაკლი ცხვედიანმა მათ საინიციატივო ჯგუფის შექმნა
შესთავაზეს.
საინიციატივო ჯგუფი შეიქმნა, თუმცა ჯგუფის წევრებისა და მერიის
წარმოამდგენლების დაახლოებით 2 საათიანი შეხვედრა უშედეგოდ დამთავრდა.
გაფიცვის მეორე დღეს კი, მძღოლებმა მგზავრობის ღირებულება 0.10
ლარით თვითნებურად გაზარდეს, რასაც მერიის მხრიდან სამარშუტო
ხაზის მფლობელების დაჯარიმება მოჰყვა.
მძღოლების განმარტებით, მაშინ ადგილობრივ თვითმმართველობაში
განუმარტეს, რომ ქალაქის მერის (რომელიც მძღოლების გაფიცვის მომენტში
ქვეყანაში არ იმყოფებოდა) ჩამოსვლას დალოდებოდნენ.
ამავე თემაზე:
ქუთაისში საქალაქო
ტრანსპორტის მძღოლები გაიფიცნენ
"ვითხოვთ
მხოლოდ ათ თეთრს" - ქუთაისში გაფიცული მძღოლების მოთხოვნები
"არ
გვეუბნებიან იმუშავებენ თუ არა"- მგზავრები გაფიცულ მძღოლებზე
(ფოტო)
"გაფიცვა არაფერს მოგცემთ" - ვიცე-მერი გაფიცულ
მძღოლებს
"დღეს ტრანსპორტი არ იმოძრავებს" - ქუთაისში მძღოლების გაფიცვა
გრძელდება
ქუთაისში მეორე დღეა საქალაქო
ტრანსპორტის მძღოლები გაფიცულები არიან
შეწყვეტილი გაფიცვა და 10
თეთრით გაძვირებული ტრანსპორტი ქუთაისში
მასალის გამოყენების პირობები