ახალი ამბები
"არჩევნები ახლოვდება და შეუკვეთეს ეს ამბები ჩვენს წინააღმდეგ"- ნიკა ლატარია
FaceBook
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მეორე მოადგილე, ნიკოლოზ ლატარია, არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს"  13 მარტს გამოქვეყნებულ კვლევას ეხმაურება, რომელიც 2016 წელს გაცემულ პრემიებსა და სახელფასო  დანამატებს შეეხება. ნიკოლოზ ლატარიაც, კოლეგის ბექა ყანჩელის მსგავსად აცხადებს, რომ სახელფასო დანამატს ქველმოქმედებაში ხარჯავენ.   

"ვხარჯავ ანუ ვურიცხავ საქველმოქმედო ორგანიზაციებს და განსაცდელში მყოფ ჩვენს მოქალაქეებს. შემიძლია ამის დამადასტურებელი საბუთები წარმოვადგინო. რაც შეეხება, ჩემს ხელფასს მას მთლიანად ჩვენს კოლეგას ვაძლევ რადგან მასაც ბევრი პრობლემები და განსაცდელი აქვს აღარ დავკონკრეტდდები ისედაც იცის ეს ამბავი ბევრმა. კიდევ ამის ზემოთ რამდენ ლარსაც ქველმოქმედების სახით ვცემდე,  იმდენი სიკეთე ჩემს ოჯახს", - აცხადებს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ნიკოლოზ  ლატარია. 

ის ასევე ამბობს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ  გეგმავს.

"ეხლა არჩევნები ახლოვდება და შეუკვეთეს ეს ამბები ჩვენს წინააღმდეგ. მივმართავ დამკვეთებს,  რომ მშვიდად იყოთ,  რადგან მე მეტჯერ არჩევნებში მონაწილეობას არ ვაპირებ და საერთოდ მივდივარ მალე პოლიტიკიდან. არაა ეგ ჩემი საქმე. ასე რომ ტყუილად ირჯებით", - აცხადებს ის. 

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველოს" მიერ 2016 წელს იმერეთის 12 მუნიციპალიტეტში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ყველაზე მეტი რაოდენობით პრემია და დანამატი ქუთაისის მერიასა და საკრებულოში გაიცა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი
გაუარესდება.
14:59 / 23.11.2024
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი გაუარესდება.
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო,
ავიარეისები გაუქმდა.
14:26 / 23.11.2024
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო, ავიარეისები გაუქმდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.