ქუთაისის მერია, არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო
გამჭირვალობა–საქართველოს"
კვლევას ეხმაურება და ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში
ადანაშაულებს.
მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის, ზვიად ჯავახიას თქმით,
ორაგანიზაციას მერიაში თანამდებობის პირებზე გაცემული
დანამატებისა და პრემიების შესახებ დეტლაური ინფორმაცია მიაწოდა.
ჯავახია ამბობს, რომ პრემია და დანამატი ადგილობრივ
თვითმმართველობაში დამსახურების მიხედვით გაიცა.
"მერიის თანამშრომლები მუშაობენ არასამუშაო დღეებში და საათებში, რის
გამოც ეძლევათ დანამატი. ასევე, პრემია მიეცათ იმ თანამშრომლებს,
რომლებმაც ხარისხობრივად უფრო კარგად იმუშავეს. ყველა, ვინც
დაიმსახურა ან დაიმსახურებს მიიღებს პრემიას და დანამატს. მეც ვიღებ
პრემიას და დანამატს დამსახურების მიხედვით. გასათვალისწინებელია, რომ
ქუთაისის მუნიციპალიტეტში უფრო მეტი ადამიანი მუშაობს, ვიდრე სხვა
მუნიციპალიტეტებში" - განმარტა ჯავახიამ.
მისივე თქმით, წინა ხელისუფლებასთან შედარებით, ჯამში ექვსჯერ ნაკლები
პრემია და ნამატია გაცემული.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველოს"
კვლევის მიხედვით, ქუთაისი გაცემული პრემიისა და
დანამატის მიხედვით, იმერეთის რეგიონში ლიდერია.
მასალის გამოყენების პირობები