ახალი ამბები
საშვებულებო დახმარება ზესტაფონის მუნიციპალიტეტში - "პრემიას შინაურულად ვეძახით ასე"
FaceBook
არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველოს" მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში პრემიისა და დანამატის გარდა, თანამშრომლებზე, ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხა საშვებულებო დახმარების სახით გაიცემა,რასაც კვლევის ავტორთა თქმით, კანონდებლობა არ ცნობს.

"ერთადერთი მუნიციპალიტეტია, რომელიც იყენებს ამ ტერმინს, რომელსაც რეალურად კანონმდებლობა არ ცნობს.
თანამშრომლებზე საშვებულებო დახმარება გაიცემოდა მაშინ, როდესაც დასაქმებული პირები გადიოდნენ შვებულებაში და თავისივე ხელფასის ოდენობის თანხას იღებდნენ. ეს სცილდება კანონით გათვალისწინებულ ფარგლებს, რადგან, დამატებითი თანხის გაცემის მიზანი არ შეიძლება იყოს შვებულება", – ამბობს "საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველოს" ქუთაისის ოფისის კოორდინატორი, ლელა მოწონელიძე.

კვლევის მიხედვით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში საშვებულებო დახმარებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 161 200 ლარია გაცემული.

მუნიციპალიტეტში ამბობენ, რომ თანამშრომლებზე საშვებულებო დახმარების სახით გაცემული თანხა, რაზეც "საერთაშორისო გამჭვირვალობა" კვლევაში მიუთითებს, რეალურად პრემიას გულისხმობს და ის თანამშრომელმა არასამთავრობო ორგანიზაციისთვის ინფორმაციის მომზადების დროს ასეთი სახელწოდებით თავად მიუთითა. 

"შინაურულად ვეძახით ასე. სინამდვილეში პრემიას გულისხმობს. განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ ერთ–ერთი გაცემული პრემია დაემთხვა შვებულებას და ამიტომ ჰქვია ასე. ეტყობა, თანამშრომელმა, როდესაც მონაცემების დასამუშავებლად გრაფას აკეთებდა, თვითონ დაარქვა ასე, რადგან მიეთითებინა, რომ ეს არის შვებულების დროს გაცემული თანხა და არა დღესასწაულზე", – ამბობს ქუთაისიპოსტთან საუბარში ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი, ნატა სანთელიძე.

მისი თქმით, მუნიციპალიტეტში 2016 წელს პრემია სამჯერ გაიცა. აქედან, ორი სადღესასწაულო დღეებში, ერთი კი ე.წ. საშვებულებო დახმარება - თანამშრომელთა შვებულების დროს.

იმერეთის 12 მუნიციპალიტეტში ჩატარებული კვლევის მიხედვით,  გაცემული პრემიისა და სახელფასო დანამატის რაოდენობით, რეგიონში ქუთაისი ლიდერობს.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი
გაუარესდება.
14:59 / 23.11.2024
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი გაუარესდება.
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო,
ავიარეისები გაუქმდა.
14:26 / 23.11.2024
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო, ავიარეისები გაუქმდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.