გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 14 მარტიდან
დასავლეთ საქართველოში წვიმაა ნავარაუდები.
სინოპტიკოსების ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის
ტემპერატურა დაიკლებს, ხოლო მთაში და მაღალმთაში თოვლია
მოსალოდნელი.
"ქუთაისში, ისევე, როგორც დასავლეთ საქართველოს სანაპირო რაიონებში 14
მარტიდან მოსალოდნელია წვიმა, დაბლობში 10-15 გრადუსი, მთაში 5
10 გრადუსი, ხოლო მაღალ მთაში 0 +5 გრადუსია მოსალოდნელი", -
ამბობს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების
დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დოდო გვაზავა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში
წვიმინი ამინდი მიმდინარე წლის 17 მარტამდე შენარჩუნდება.
მასალის გამოყენების პირობები