ქუთაისში ავტოსადგომების ადგილების დახაზვა რამადენიმე კვირაში
დასრულდება.
ამის შესახებ მერიის დაქვემდებარებში მყოფ შპს "პარკინგსერვისში"
გაგვიცხადეს.
კომპანიის ხელმძღვანელი, ირაკლი სარიშვილი ამბობს, რომ
ავტოსადაგომების ადგილების დახაზვა მთელი ქალაქის მასშტაბით
მიმდინარეობს.
"დახაზვის პროცესის დასრულება დამოკიდებულია მიმდინარე
ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. ჩვენ მივყვებით თანდათან," - განმარტავს
ირაკლი სარიშვილი.
ამ დროისთვის ქუთაისში პარკირების 274 ადგილია. აქედან, 147 საერთო
სარგებლობისაა, ხოლო 77 სპეცადგილი გახლავთ.
2016 წლის იანვრიდან ქუთაისის ტერიტორიაზე პარკირების ახალი ტარიფები
ამოქმედდა.
საერთო ავტოსადგომით სარგებლობისთვის
საფასური, დროის მონაკვეთის მიხედვით,
სხვადასხვაა.
ავტომანქანის არასწორი დგომისა და აბონემენტის გარეშე პარკირებისთვის
ჯარიმის ღირებულება 10 ლარს შეადგენს, რომელიც ოქმის გამოწერიდან 30
დღის განმვლობაში უნდა დაიფაროს.
შპს "პარკინგსერვისმა" გასული წლის განმავლობაში ქუთაისში
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
67 544 ოქმი გასცა, ადგილობრივ ბიუჯეტში კი 460
715 ლარის ნაცვლად, მხოლოდ 266 762 ლარი შეიტანა.
მასალის გამოყენების პირობები